თამარ ბერუჩაშვილი ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანს შეხვდა

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან ევროკავშირის საკითხებში ზანდა კალნინა-ლუკაშევიცასთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლატვიელი დიპლომატთან შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგის სამიტის შემდგომი დღის წესრიგზე.
განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველო- ევროკავშირის სავიზო დიალოგს და ამ მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს. ზანდა კალნინა-ლუკაშევიჩამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვიზალიბერალიზაციის მიზნებში ლატვიის მხარდაჭერა და მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს პროცესის წარმატებით დასრულებაში.
თამარ ბერუჩაშვილმა ზანდა კალნინა-ლუკაშევიცას ლატვიის მიერ ევროკავშირის საბჭოს წარმატებული თავმჯდომარეობა მიულოცა. მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა ლატვიის ძალისხმევა საქართველოს სათანადოდ წარმოჩენის საქმეში, როგორც მისი თავმჯდომარეობის პერიოდში, ასევე რიგის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე.

banner
წინა სტატიაშიენერგო სექტორი სქტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება
შემდეგი სტატია,, როგორც დღეს დამარცხდა უსამართლობა, ისე დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას,,