თამარ ბერუჩაშვილი – დიალოგს გააგრძელებენ ისევ ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ისედაც არის ჩართული აბაშიძე-კარასინის შეხვედრების მოსამზადებელ სამუშაოებში. ამით თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში კითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებებში შესაძლოა საგარეო საქმეთა სამინისტროც ჩაერთოც ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად.
“საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსამზადებელ სამუშაოებში და მოლაპარაკებებში ჩართულია ისედაც ბატონ ზურაბთან ერთად.
თუ განიხილება რაიმე ახალი კომპონენტი, ჩვენ ამას ერთად, კოორდინირებულად წარვმართავთ. მე ბატონ ზურაბთან დაგეგმილი მაქვს შეხვედრა და როგორც მუდამ ვამზადებთ, ტრადიციულად, მოვამზადებთ შემდეგი დიალოგის ფორმატს”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.
კითხვაზე, ვინ შეიძლება ჩაერთოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აბაშიძე-კარასინის ფორმატში, ამას შეხვედრის დროს განიხილავენ.
“მოსამზადებელ ეტაპზე ჩართულია ძალიან ბევრი. როგორი იქნება მოლაპარაკების ახალი ფორმატი, ეს განხილვის თემა არ არის. დიალოგს გააგრძელებენ ისევ ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი. რაც შეეხება საექსპერტო ჩართულობას, ესეც ახალი არ არის. შეგახსენებთ, რომ რუსეთთან საქართველოს საექსპერტო დონეზე ჰქონდა დიალოგი აბაშიძე-კარასინის დიალოგის პარალელურად”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე ყოფილი თანაპრტიელების მოქმედებას პოლიტიკურ უმწიფრობად მიიჩნევს
შემდეგი სტატიაზუგდიდში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულები გაასამართლეს