“ესაა შემთხვევა,როდესაც ზედმეტი და ფუჭი ემოციები საჭირო არაა–ეს ადამიანი დაუყონებლივ უნდა გამოცხადდეს საქართველოსათვის ,,პერსონა ნონ გრატად” და ,,სირცხვილის დერეფნის” გავლით საჯაროდ გაძევებული იქნას ჩვენი ქვეყნიდან!”–ასე ეხმიანება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თამაზ ხუბუა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა აფხაზეთში იმყოფება და აფხაზეთის როგორც ქვეყნის და სოხუმის, როგორც მისი დედაქალაქის სადღეგრძელოს სვამს.
თამაზ ხუბუას განცხადებით, მისი ზნეობრივი დანაშაული კიდევ უფრო დაამძიმა მის მიერ რამდენიმე წუთის წინ სოცქსელში გავრცელებულმა ,,გამამართლებელმა” განცხადებამ,რომელშიც მკაფიოდ გამოჩნდა ამ ყოფილი სპორტული ფუნქციონერის ორმაგი სტანდარტის შემცველი ,,პოლიტიკური პარადიგმა”–სოხუმში ილაპარაკოს სეპარატისტთა მოსაწონი,ხოლო თბილისში –ქართველთა მოსაწონი! ეს ადამიანი იმსახურებს ქართველი ერისაგან კითხვის დასმას: ,,სიჭინავა,შენ დედა გყავს?”!!!
https://youtu.be/PVerAZeBYPE