თამაზ სუხიაშვილის ცხედარი ქაშუეთის ეკლესიიდან სამხედროებმა გამოასვენეს

თამაზ სუხიაშვილის ცხედარი ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენეს. უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ხაშურში გადაასვენებენ.

ქაშუეთის ეკლისიაში კი დილიდან მიმდინარეობდა სამოქალაქეო პანაშვიდი. პანაშვიდს დაღუპული სამხედროს ოჯახის წევრები და მისი მცირეწლოვანი შვილები ესწრებოდნენ.

თამაზ სუხიაშვილს პატივი მიაგეს პოლიტიკოსებმა, საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებმა.

ტაძარში იმყოფებოდნენ სუხიაშვილის მეგობრები და სამხედროებიც. თამაზ სუხიაშვილს ხაშურში, სოფელ ცხრამუხაში შაბათს დაკძალავენ. კვირას კი მას 37 წელი შეუსრულდებოდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პრეზიდენტის ემოციური გამოსვლა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია – იური ვაზაგაშვილის მკვლელობა შორს მიმავალი მიზნებისთვის მოხდა