თამაზ მეჭიაური: ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებული ორგანიზაციები ერთობიან და კვლევებს ატარებენ

ეს არ არის სამყაროს დასასრული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება

მმართველი გუნდის შეფასებით, NDI-ის კვლევის შედეგები საგანგაშო არ არის, რადგან ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა ხშირად არ ასახავს რეალობას.

ამის შესახებ განცხადებებს მინისტრთა კაბინეტის წევრები და მმართველი გუნდის დეპუტატები გამოთქვამენ.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური, ფიქრობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებული NDI მსგავსი კვლევების ჩატარებით უბრალოდ ერთობა”.

„ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებული სხვადსხვა ორგანიზაციები ატარებენ კვლევებს. აქედან გამომდინარე, ისინი რა დასკვნას დადებენ და რა პროცენტებს დადებენ გასაკვირი არ უნდა იყოს,“ – აცხადებს მეჭიაური.

 

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: NDI-ის კვლევების იგნორირება ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი არ უნდა იყოს
შემდეგი სტატიაუკრაინულმა ვიდეპორტალმა tube.ua-მ სკანდალური ვიდეომასალა გაავრცელა