თამაზ მეჭიაური, ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, კომიტეტის სხდომის გამართვის ინიციატივით გამოდის

პარლამენტისაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური, ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომის გამართვის ინიციატივით გამოდის.
როგორც მეჭიაურმა რიგგარეშე სესიასზე განაცხადა, ეროვნული ვალუტის კურსის დავარდნა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ამიტომ ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობა აუცილებელია. მისი განმარტებით, არ არის გამორიცხული პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიაც შეიქმნას.
“მინდა ყურადღება გავამახვილო ლარის კურსზე, რომლის ხშირი ცვლილება დიდწილად საგარეო ფაქტორებითაა გამოწვეული. ამის დასტურია ის, რომ ევროკავშირში ვულუტამ განიცადა დევალვაცია. ჩვენი ოპოზიციაც და უმრავლესობის ნაწილიც ვჯერდებით, რომ შეიძლება უფრო ნაკლები ყოფილიყო ეს პრობლემა თუ იქნებოდა მთავრობის უკეთესი მუშაობა ან კიდევ ეროვნული ბანკის. ეს უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ შემოვიტანოთ წინადადება ამ საკითხის კომიტეტის სხდომაზე განხილვის. მე ეს ბევრჯერ განვაცხადე. არ მითქვამს, რომ რომელიმე მხარეა დამნაშავე, მაგრამ მე ჩემი გონივრული ეჭვები მაქვს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ პრობლემის ირგვლივ და თუკი ვინმეს არ ეყოფა კომიტეტის მანდატი ამისთვის, არ გამოვრიცხავ, რომ დავაყენოთ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხიც, რომელიც არსებულ სიტუაციას შეისწავლის.
მაცნობეს, რომ გამოსულა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ჩვენ ზეწოლაში დაგვადანაშაულა. Aგანცხადება გააკეთა სავალუტო ფონდის წარმომადგენელმაც იმაზე, თითქოს უმრავლესობა ახორციელებს მათზე ზეწოლას. მსგავსი რამ ჩვენი მხრიდან არასოდეს მომხდარა. ჩვენ პატრიარქს ვაკრიტიკებთ ხოლმე და თუკი ვინმე გავაკრიტიკეთ, ამაში საგანგაშო არაფერია. ამიტომ გავარკვიოთთ ეს ყველაფერი. ვიმსჯელოთ ამ საკითხზე კომიტეტის სხდომის ფარგლებში”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიმოსახლეობის თითქმის 700 000-მდე კლება ძირითადად ყოფილი ხელისუფლების მმართველობის შედეგია
შემდეგი სტატიაქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად პარალიზებულია-პეტრე ცისკარიშვილი