თამაზ მეჭიაური: თუ ბიძინა ივანიშვილს დისკომფორტს უქმნის ჩემი გამონათქვამი, შემიძლია მას მოვუხადო ბოდიში და არა სხვას

ეს არ არის სამყაროს დასასრული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება

დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის დამსახურების გარეშე გიორგი მარგველაშვილი ჩვეულებრივი ,,ენჯეოშნიკი” იქნებოდა. როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს აღნიშნა, თავის გამონათქვამთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის აპირებს, თუკი მას ამით დისკომფორტი შეექმნა.

“ყოფილ მძღოლს რომ ყოფილი მძღოლი უწოდო, ყოფილ ფეხბურთელს ყოფილი ფეხბურთელი, შეცდომაა? მე ვგულისხმობდი უმადურობას პრეზიდენტის მხრიდან და არა რომელიმე ,,ენჯეოს” შეურაცხყოფას. იმ ,,ენჯეოებში” არის ხალხი, რომლებსაც დიდ პატივსცემ და მიმაჩნია, რომ ნამდვილად სახელმწიფოებრივ საქმეებს აკეთებენ, არიან ისეთებიც, რომლებიც იმართებიან გარედან და შეიძლება მთლად სახელმწიფოებრივ საქმესაც არ აკეთებენ. თუმცა, ამის განხილვა მე არ დამიწყია. უბრალოდ მივანიშნე ის, რომ მარგველაშვილი იქნებოდა ერთ-ერთი ,,ენჯეოშნიკი” რომელმაც ქსოვა იცის, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც დღეს სულ აკრიტიკებდნენ და აბრალებენ ქვეყნს დაქცევას. მე მათ ვუთხარი, რომ ამაში კი არ არის დამნაშავე რაშიც დებთ ბრალს, არამედ იმაში, რომ მან ქადდაგიძე დატოვა თავის თანამდებობაზე. მანახონ არასამთავრობოებმა ერთი პეტიციის ძველი ნიმუში, რომელიც პოლიტიკოსის შეურაცხყოფაზე შეადგინეს. გადავხედავ და მერე ვიფიქრებ ბოდიშის მოხდაზე. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მე არ ვიცი ბიძინას აზრი ამასთან დაკავშიებით. თუ მას დისკომფორტს უქმნის ჩემი გამონათქვამი, შემიძლია მას მოვუხადო ბოდიში და არა სხვას”, -განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშიავსტრალიის ჩემპიონი დათანხმდა ცხვრის გაკრეჭვას
შემდეგი სტატიათბილისში დენის ტარიფი გაძვირდა