თამაზ მეჭიაური – გიორგი ქადაგიძე ქვეყნისთვის საფრთხეა

 

ქვეყნისთვის საფრთხეა არა ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, არამედ თავად გიორგი ქადაგიძე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი ქადაგიძის დღევანდელი განცხადებების საპასუხოდ საფინანსო-საბიუჯეტო საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა განუცხადა.

თუმცა, მისი თქმით, ის ბიძინა ივანიშვილს არ ეთანხმება იმაში, რომ გიორგი ქადაგიძეს მისი ბანკის მიმართ განხორციელებული ქმედებები აპატია.

“ქადაგიძე თავად არის ამ ქვეყნისთვის საფრთხე და არა ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, თუმცა ბიძინას იმაში ვერ ვეთანხმები, რომ მან აპატია მთლიანად ქადაგიძეს, რა წილი პასუხიმგებლობაც მას მისი ბანკის მიმართ აქვს”, – აღნიშნა მეჭიაურმა.

მისივე თქმით, პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ყველა ის საქმე, რომელიც ქადაგიძესთან კავშირშია. რაც შეეხება ქადაგიძის მოწოდებას მთავრობის მიმართ, რომ მან ხელი მოაწეროს სავალუტო ფონდთან შეთანხმებას, როგორც მეჭიაურმა განაცხადა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თვითონ აკეთებს პროვოცირებას, რომ ხელისუფლება სავალუტო ფონდთან დააპირისპიროს.

banner
წინა სტატიაში“ეკონომისტი” – სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა პუტინის შეურაცხყოფას ისახავს მიზნად
შემდეგი სტატიალევან დოლიძემ უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი დააფუძნა