თამაზ მეჭიაური: გიორგი მარგველაშვილმა ხალხს თავი შეახსენა

ეს არ არის სამყაროს დასასრული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება

გიორგი მარგველაშვილმა ხალხს თავი შეახსენა, რომ პრეზიდენტია, – ასე ხსნის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი თამაზ მეჭიაური პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საკანონმდებლო პაკეტისათვის ვეტოს დადების შესახებ.
როგორც მეჭიაური აცხადებს, პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.
“პრეზიდენტისგან ვერ მოვისმინე ვერც ერთი არგუმენტი, თუნდაც ერთი, რომელიც ვეტოს დადების საფუძველს იძლეოდა, გარდა იმისა, რომ მან ხალხს თავი შეახსენა, რომ პრეზიდენტია. კომერციული ბანკების ასოციაციამ ჩვენს მიერ მიღებულ კანონს ცალსახად დაუჭირა მხარი. მათი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებულია. პრეზიდენტს ჰყავს თავისი არასამთავრობოები, რამდენიმე ბიზნეს წრე, რომლებიც ვის წარმოადგენენ, ხალხის რომელ ფენას, არავინ იცის, ან თვითონ რომელ ამომრჩეველს ეყრდნობა, ეგეც გაურკვეველია. ვინც ის აირჩია, ის ხალხი მიატოვა “, – აცხადებს თამაზ მეჭიაური.
საქართველოს პრეზიდენტმა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს ხელი არ მოაწერა და საკანონდმებლო პაკეტს, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას ითვალსწინებს, ვეტო დაადო.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, როდის შეიკრიბება პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად
შემდეგი სტატია“თელასის” სატარიფო განაცხადზე გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე იქნება მიღებული