თამაზ მეჭიაური: გააკეთონ მათ ივანიშვილის მეათედი ქვეყნისთვის და მერე მათ აზრსაც გავითვალისწინებთ

ეს არ არის სამყაროს დასასრული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება

“გააკეთონ მათ ივანიშვილის მეათედი ქვეყნისთვის და მერე მათ აზრსაც გავითვალისწინებთ” – ასე უპასუხა ეროვნული ბანკის კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას ოპოზიციის პრეტენზიებს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა.

ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა პარლამენტში მწვავე განცხადებების ფონზე მიმდინარეობს.

ოპოზიციამ მმართველ გუნდს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები შეახსენა.

“თვითონ აშშ-ში გარეთ არის გამოტანილი მარეგულირებელი ორგანო. ჩვენთან შეიძლება ასე იყოს, მაგრამ თქვენთან არ შეიძლებაო, მე ასეთი მიდგომა არა მგონია რომ სწორი იყოს,” – აცხადებს თამაზ მეჭიაური.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პარლამენტის მიერ კანონში ცვლილებების მიღების შემთხვევაში პრეზიდენტი ცვლილებათა ამ პაკეტს ვეტოს დაადებს. ქართული ოცნება კი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისათვის მზადყოფნას აცხადებს.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ივანიშვილის პირად ინტერესებს უკავშირებს
შემდეგი სტატია“დაცვის მხარე რამდენიმე თვე ცრუობდა”- პროკურატურა განცხადებას ავრცელებს