თალიბებმა ავღანეთში 11 სამხედრო მოკლეს

თალიბებმა ავღანეთში 11 სამხედრო მოკლეს

თალიბებმა ავღანეთში 11 სამხედრო მოკლესთალიბანის ბოევიკებმა ავღანეთში, გერატის პროვინციაში, რომელიც ქვეყნის დასავლეთით მდებარეობს, 11 სამხედრო მოსამსახურე დახოცეს.
ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, ავტოკოლონა, რომლითაც სამხედროები გადაადგილდებოდნენ, ისლამისტების ალყის ქვეშ მოექცა. დაღუპული და დაჭრილი ბოევიკების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მოძრაობა თალიბანის წარმომადგენლებს თავდასხმის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამასთანავე, ავღანეთის მთავრობა აღნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში ბოევიკები გააქტიურდნენ და თავდაცვის ძალებზე თავდასხმები გაახშირეს.

banner
წინა სტატიაში“არცერთი თეთრით არ არის ხარჯების შემცირებაზე საუბარი,” – ზურაბ ტყემალაძე
შემდეგი სტატია„თუ თბილისელი საზოგადოება ჩათვლის საჭიროდ, რომ ძეგლის გადმოტანა შესაძლებელია, განხილვა დაიწყება“