თაკო ჩარკვიანი:”ველდოები, რომ ბიძინა ივანიშვილმა “გაყვინიზებული” ადამიანები დაიფრინოს!

თაკო ჩარკვიანი:

tako-charkvianiმეგობრები ვართ და, როგორც მეგობრებს სჩვევიათ, ყველაფერზე ვლაპარაკობთ ხოლმე. ამას წინათაც შევყევით და… ერთ ჩვეულებრივ დიალოგს ინტერვიუს სახე მივეცი. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, თქვენს წინაშეა სახლახო პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის შვილი, პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი.

_ თაკო, წვიმის გეშინია?
_ არა, თუმცა 13 ივნისის მერე, ინფორმცაიას სიფრთხილით ველოდები და მინდა, ეს ინფორმაცია კარგი იყოს, რადგან როგორც ჩანს, რაღაც საფრთხე კიდევ არებობს და აღარ მინდა, ჩემს ქალაქს პრობლემები შეექმნას და ამიტომ ვღელავ…
_ ის, რაც 13 ივნისს მოხდა, შენი აზრით, ვისი ან რისი ბრალია?
_ ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. მრავალი წლის წინ და უახლოეს ისტორიაში დაშვებული შეცდომების, იმ ავადსახსენებელი გვირაბისა და ახალდაბასთან ჩამოწოლილი მეწყერის თანხვედრა მოხდა. საერთოდ, ხელაღებით რაღაცების ერთ პიროვნებაზე გადაბრალება არ მიყვარს… როგორც გაირკვა, ვეებერთელა დატბორვა 1960 წელსაც ყოფილა _ ამის თაობაზე მწერალ ედიშერ ყიფიანის მაშინდელი წერილი გამოქვეყნდა. 1924 წელსაც მოხმდარა წყალდიდობა, ზუსტად 13 ივნისს და ეს საკრალური დამთხვევაა. სხვათა შორის, ეს რომ გავიგე, ცუდად გავხდი _ ძალიან იმოქმედა. ერთი ვიცი: მრავალი წელია, ბუნებას უდიერად ვეპყრობით. ვანო, `ფეისბუქზე~ ვაჟას სიტყვები დაპოსტე, ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისაო. დიახ, ბუნება თავის კალაპოტს იბრუნებს და ურჩობას ვერ იტანს. ამდენი გაჩეხილი ტყე მხოლოდ ურჩობა კი არა, უგუნურებაცაა და ყველაფერ ამაზე პასუხი, ალბათ, ვიღაცამ უნდა აგოს. ვინმეს, ალბათ, უნდა, ვთქვა, რომ პასუხი მაინცდამაინც მიშამ, ახალმა ხელისუფლებამ, ან არქიტექტრმა უნდა აგოს, მაგრამ ამას ვერ ვიტყვი, თუმცა მას შემდეგ, რაც ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი დაიტბორა, ორი-სამი კვირა გავიდა, ანუ ნახეს, რომ სვანიძის ქუჩა წაილეკა და შესაბამისი ზომები მაშინვე უნდა მიეღოთ. ეს ერთი ჯაჭვია…
_ სხვათა შორის, ამ ჯაჭვში კიდევ ერთი სეგმენტია, მაგალითად, ლევან ვასაძე, რომლიც გვიმტკიცებს, რომ წარღვნა ნიშანი იყო. მას შემდეგ კი, რაც აშშ-მ ყველა შტატში ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა, ვიღაცებს სალაპარაკო მიეცათ, აი, ესეც სანაქებო დასავლეთი, რომელიც ყველა უბედურების სათავეა და თავზე რაღაცებს გვახვევსო…
_ დასავლეთმა რა მოგვახვია?.. საერთოდ, თუ არ გინდა, ვერავინ ვერაფერს მოგახვევს. ძალიან მეშინა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც შიმშილობს, ასეთი არჩევანის წინაშე არ დადგეს: კუჭი თუ დასავლური ფასეულობები. ადამიანს წამლის საყიდელი ფული რომ არ აქვს, მართლაც, რთულია, რომ მაღალ მატერიებზე ელაპარაკო. გმირობას ყველას ვერ მოსთხოვ… მეშინია, ყველაფერ ამის იქითკენ წაყვანა ხელოვნურად არ მოხდეს, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, მძიმე სოციალური მდგომარეობსი გამო, რაღაღაცებზე უარი თქვას, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ეს დიდი პროცენტი არ იქნება.
_ თაკო, მეც ასე მგონია, მაგრამ მაშინ რა მოხდება, თუკი ანტიდასავლური იდეოლოგია გამძაფრდება?
_ ეს იდეოლოგია ყოველთვის არსებობდა და ამას ჩვენი ჩრდილოელი მეოზბელი აკეთებდა, მაგრამ მაინც მოვახერხეთ და ვთქვით, თავისუფლება ლომთა ხვედრიაო.
_ ეს ჯანსუღმა თქვა!..
_ ჩემი შვილის თაობა, რა სატყუარაც უნდა გამოუგდონ, დასავლეთისკენ გულწრფელად ილტვის…
ამას წინათ, გია ჯაჯანიძის გადაცემაში ვთქვი, რომ ეს ძალიან რთული თემაა. მეც ადამი და ევა ვიცი და არა _ ადამი და ადამი, მაგრამ ასე რომ გავყვეთ, ძალიან დიდ ქორეოგრაფებამდე, კომპოზიტორებამდე, შემსრულებლებამდე, მეფეებამდე მივალთ. ამიტომ, ამ საკითხის ასე დაყენება ნორმალური არ მგონია და გადაცემაშიც აღვნიშნე, რომ ეს ძალიან რთული და პრობლემური თემა ასე საჯაროდ გამოსატანი და სათრევი იყოს. ადამიანმა საძინებელს საკეტი გავუკეთა. უფრო ადრე კი, ლეღვის ფოტოლი ჰქონდა აფარებული. ისე, არ ვთვლი, რომ დასავლეთი ასეთია. მაგალითად, საფრანგეთში ლგბტ საზოგადოებსი წინააღმდეგ მილიონიანი მიტიგი ჩატარდა, მაგრამ ვინმეს არც კეტი სჭერია და არც _ ტაბურეტი. 17 მაისს აქცია წელსაც გაიმართა, მრგვალ ბაღთან, მაგრამ სამღვდელოების გარკევული ნაწილი რომ არ გამოვიდა, 40 თუ 70 ადამიანი შინ მშვიდად წავიდა. პროპაგანდა, მგონი, მაშინაა, როცა ამის მოწინააღმდეგე ადამიანი ანაფორმას გადაიცმევს და ტაბურეტით დარბის. როცა ტაბურეტით შუშას ამტვრევ და მოსალოდნელ მსხვერპლზე მიდიხარ, მღვდელი არ მგონიხარ. ხანდახნ ვფქირობ, რომ რაღაც ნაწილი ხელოვნურად შემოგდებული ხომ არ იყო?
_ ანუ, უშვებ, რომ ამ დაპირისპირებულ მხარეებზე ვიღაც ფულს დებს?
_ რატომაც არა?.. არაჩვეულებრივი და ინტელექტუალური მოძღვრებიც ვიცი. სხვათა შორის, ვანო, თუ გახსოვს, `ქართულ სიტყვაში~ მათთან ინტერვიუც გამოვაქვეყნეთ. არაჩველებრივად მოაზროვნე დედაოებიც არიან. ისინი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას კი არ ეწევიან, არამედ, ლიბერალურად ხელს უწყობენ, რომ დაპირისპირება არ მოხდეს.
_ ჩვენთან `ლიბერალი~ უკვე სალანძღავ სიტყვად ითვლება…
_ ეს იმის პრბლემაა, ვინც სალანძღავად თვლის… თუ ყველა ფასეული და ღირებული ტერმინი არ დავიცავით და მათ ავყევით, ვინც ამას ხელოვნურად აკეთებს, მაშინ გამოვა, რომ სუსტები ვართ! ვანო, სიმართლე გითხრა, ნაკლებად მაინტერსებს, ტაბურეტიანი ჩემს ინტერვიუს რომ წაიკითხავს, რას იტყვის… ძალიან ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე…
_ ჰოდა, შენი პოზიცია ზოგისთვის მოულოდნელი ამიტომაცაა ხოლმე…
_ მოულდონელი რატომაა? ეს, ელემენტარულად, ქრისტიანობის გააზრებააა. საერთოდ, ქრისტიანობა უდიდესი და უმშვენიერესი სარმწუნოებაა, რომელიც არ უნდა შეურაცხყო. ქრისტიანობა საოცრად პროგრესულია. თეოლოგიას კი, დიდი განთლება სჭირდება. დავიწყოთ იქიდან, რომ შეგზავნილები ყველგან არიან _ ეს ვებეერთელა მანქანაა, რომელიც წლები მუშაობდა, რომ ეს მარგალიტი ქვეყანა _ თავისი ზღვითა თუ მთით განედაგურებინა. ზოგი გვეუბნება, ასეთი რა გაქვთო. თუ არაფერი გვაქვს, თავს რატომ არ გვანებებენ? ესე იგი, გვაქვს, თორემ ასეთი ამბავი ხომ არ ატყდებოდა? _ ხან აფხაზეთს გვართმევს, ხან შუაგულ ქართლში, სამაჩაბლოში შემოგვივარდა.
_ თითო-ოროლა ამბობს, რა მნიშვნელობა აქვს, ტერიტორიებს რუსეთი წაგვართმევს, თუ აშშ ან ნატოო…
_ აშშ-ს და ნატო-სგან წართმეული საქართველოს ტერიტორია ჯერ არ მინახავს!
_ ტერიტორიას თუ არა, ზნეობას წაგვართმევსო, _ ესეც მსმენია!..
_ ვანო, ძალიან გთხოვ, რა?! ზნეობა და ქართველობა ვინ უნდა წამართვას?! როგორ, ილიას და სუხან-საბას დასავლური ღირებულებები რომ უდნოდათ, მზად იყვნენ, რომ ქართველებისთვის ზნეობა წაერთმიათ?! ეს სასაცლოა!
ვიღაცამ თქვა, არ მინდა, ჩემი შვილის პედაგოგი ჰომოსექსუალი იყოსო. როგორ გაიგო, რომ პედაგოგი ჰომოსექსუალია? ხშირად ეს ვიღაცას, როგორც ფსიქიატრები და ფსიქოლოგები ამბობენ, ბავშვობიდან აქვს, ვიღაცას _ შეძენილი, ვიღაცას _ გარყვნილებით. ხშირად კი გამოსახულიც არაა. მაპატიეთ და, შეიძლება, ქალს რაღაც უცნაური გადახრა აქვს და მშობელმა, რა, იცის, მისი შვლის პედაგოგ ქალს რა გადახრა აქვს? ამიტომ, ყველაფერ ამას, ანუ ყველანაირ, მათ შორის, ყველაფრის თავსმოხვევას კანონი უნდა არეგულირებდეს. სკოლებში კარგი ფსიქოლოგები უნდა მუშაობდნენ და რიგით პედაგოგს ამ თემებზე ზედმეტი საუბრის უფლება არ უნდა ჰქონდეს.
სხვათა შორის, გია ჯაჯანიძის გადაცემის ერთ-ერთმა მონაწილემ პირად საუბარში მითხრა, ქუჩაში გამოსვლა სულაც არ გვინდა, მაგრამ ისინი, ვისგანაც დაფინასებას ვიღებთ, გვთხოვენ, იაქტიურეთო. როგორც ჩანს, ეს მანქანაც მუშაობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პრობლემა ტაბურეტით არ გადაწყდება!

თაკო ჩარკვიანი:"ველდოები, რომ ბიძინა ივანიშვილმა "გაყვინიზებული" ადამიანები დაიფრინოს!
_ თაკო, ასეა თუ ისე, ფაქტია: განათლების პრობლემა თვალშისაცემია. არადა, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურითა თუ ისტორიით თავს ვიწონებთ… ისე, შენი დაკვირვებით, ქართული პლიტიკური სპექტრი განათლებულია?
_ ქართული პოლიტიკური სპექტრის მეტიწილი გაუნათლებელია! არადა, არაჩვეულებრივად მწიგნობარ-კალმოსანი მეფეები გყვავდნენ. ბოლოს და ბოლოს, დავით აღმაშენებელმა `გალობანი სინანულისა~ დაწერა.
_ გაუნათლებლობაც რუსეთის კისერზეა?
_ რა თქმა უნდა… ის დიდი დამპყრობელია. ერთი ხელით განატლებას იძლეოდა, მეორეთი კი, განათლებულ ინტელიგენციას ნაღებს ხდიდა. რუსეთს უბრწყინვალესი ლიტერატურა და პოეზია აქვს, მაგრამ ერთია ლიტერატურა და მეორე – რეჟიმი. რეჟიმისთვის კი უკეთესია, ბევრი გაუნათლებელი იყოს. ამიტომ, რუსეთმა ერს `ნაღები~ მოხადა. მაგალითად, მამაჩემის დედის ოჯახი ამოწყვიტეს _ 1924 წლის რეპრესიებს გელოვანების მთელი ოჯახი მხოლოდ იმიტომ შეეწირა, რომ მწიგნობარი იყო, თორემ ანდრია და იასონ გელოვანებს სხვა ბრალი არ მიუძღვოდათ. სხვათა შორის, იასონი აკაკი წერეთლის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობისასაა მოხსენიებული, როგორც მოღვაწე… 37 წელს კი, ევგენი მიქელაძე და სხვები შეეწრინენ…
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ იგივე კომუნისტების დროს ასპარეზზე ე.წ. 60-იანელები გამოვიდნენ, რომელთაც ბევრი კარგი საქმე გააკეთეს. ამ ფონზე, დღეს, წესით, განათლების პრობლემა არ უნდა გვქოდნეს…
_ 60-იანელებზე ლაპარაკი დაუსრულებლად შემიძლია _ ამ თაობს ფანი იმიტომ ვარ, რომ მის ცენტრში გავიზარდე, ჩვენი ოჯახი დუღდა. სხვათა შორის, ამ თაობაზე ფატქებით გაჯერებულ კრებულს ვაკეთებ და, ვანო, ახლა, პირველდ გეუბნები _ მინდა, რედაქტორი იყო.
_ დიდი მადლობა, თაკო, ნდობისთვის…
_ ამას წინათ `ფეისბუქზე~ ვიდეო დავდე…
_ იმ ვიდეოს გულისხმობ, 1921 წლის შემდეგ, პირველად, 1988 წელს, ვაკის პარკში, ზვიად გამსახურდია, ირაკლი წერეთელი, გია ჭანტურია, ჯანსუღ ჩარკვიანი და ანზორ ერქომაიშვილის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ მიტინგზე ერთად რომ არიან?


_ დიახ და მიტინგი ჯანსუღს მიჰყავს… ჯანსუღ ჩარკვიანი `ცისკრის~ რედაქტორი შევარდნაძის კი არა, მჟავანაძის დროს გახდა და ამის გადამოწება შეიძლება. ნოდარ დუმბაძე `ნიანგის~ რედაქტორი იყო, მუხრან მაჭავარანი _ `დილის~, თამაზ ჭილაძე _ `მნათობის~ რედაქტორი, მოგვიანებით კი, გურმა ფანჯიკიძე `განთიადის~ რედაქტორი გახდა… ერთ მშვენიერ დილას, 60-იანელებმა ყველაფერი მოიცვეს და ეს ძალიან ჭკვიანური სვლა იყო…
1956 წლის 9 მარტს, როცა ხალხს მტკვარში ყრიდნენ, როგორც რუსთავის მაცხოვრებელი იხსენებს, ჯანსუღ ჩარკვიანი ტრიბუნაზე ავარდა და იყვირა: `გაუმარჯოს, სტალინს! გაუმარჯოს, დამოუკიდებელ საქართველოს!~ (ამ ადამიანთან ინტერვიუ, რამდენიმე წლის წინ, `რუსთავი 2~-მა გაუშვა). მოკლედ, 60-იანლებმა მთელი მედია მოიცვეს და `მთავლიტშიც~ კი თავიანთი კაცი ჰყავდათ, ეს კაცი რომან მიმინოშვილი იყო, რომელიც მოგვიანებით ცეკა-ს განყოფილების გამგე გახდა…
_ სამაგიეროდ, მისი ქალიშვილი, ქალბატონი მაია ხან “ნაცებთანაა”, ხან _ “ქოცებთან”…
_ მამამისი ნამდვილად კარგი ადამიანი იყო…
ჯანსუღამდე `ცისკრის~ რედაქტორი ვახტანგ ჭელიძე გახლდათ _ ბრწყინვალე პიროვნება. მამა ამბობს ხოლმე, ბედნიერი ვარ, რომ ვახტანგის გზა ღირსეულად გავაგრძელო. ჯანსუღი `ცისკარს~ 12 წელი რედაქტორობდა. `ცისკარმა~ ეპოქა შექმნა და თუ რამე თამამი არსებობდა, `ცისკარში~ სწორედ მაშინ დაიბეჭდა! ერთხელ, ერთმა ადამიანმა მითხრა, აბა, არ უნდა დაებეჭდაო. მივუგე, სხვა გამოცემებიც არსებობდა და მათ დაებეჭდათ-მეთქი. მოკლედ, სწორედ ჯანსუღის რედაქტორობის დროს, `ცისკრაში~ იბეჭდებოდა კაკო ბაქრაძე, რეზო ჯაფარიძის სრულიად სკანდალური წერილი, რომლის გამოც `ცისკარი~ `მე-8 პოლკმა~ შუბებით დახვრიტა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ჯანსუღის `რწმენის კედელიც~ სწორედ მაშინ დაწერა და გამოქვეყნდა, სადაც ასეთი სიტყვებია: `პატრონი უნდა ტაოს, კლარჯეთსაც, პატრონი უნდა `ვეფხისტყაოსანს~, მესხეთ-ჯავახეთს…~ ხმას ახლა ძლივს იღებენ, ჯანსუღი კი `რწმენის კედელში~ 1969 წელს ამბობდა, მესხეთ-ჯავახეთს პატრონი უნდაო.
ყველაფერი ამ სახლში, ღამის 2-3 საათზე წყდებოდა _ ჯანსუღის მთელი საძმაკაცო იკრიბებოდა, ემზარ კვიტაიშვილი, ტარიელ ჭანტურია, ოთარ ჭილაძე, ნოდარ დუმბაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, გურამ ფანჯიკიძე, გურამ ასათიანი, თამაზ ჭილაძე. უეჭველი, ვიღაცები გამომრჩებოდნენ და ბოდიშს ვუხდი… ხან მხოლოდ ყურძენი და პური ჰქოდათ, ხან _ დედაჩემის გამომცხვარი ხაჭაური, ხან კი _ ჭაჭა… ერთხელ, `ცისკარში~ `ბომბი~ გავიდა _ საბჭოეთისთვის აბსოლუტურად ძირგამომთხრელი წერილი. ამაზე ერთ-ერთმა მაშინდელმა სავრაზმელმა კრიტიკოსმა წერილიც გამოაქვეყნა, ჯანსუღ ჩარკვანი იმიტომ უნდა გაათავისუფლოთ, რომ მის ჟურნალში სოციალიზმის ძირგამომთხრელი ლიტერატურული ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდებაო და `დათა თუთაშხიასაც~ `გადაუარა~…
სხვათა შორის, ოტია პაჭკორიამ `პოლიტიკურზე~ 9 წელი მოიხადა. 70-იან წლებში რეაბილიტაცია არ არსებობდა, მაგრამ ჯანსუღმა `ცისკარში~ პასუხისგებელ რედაქტორად წაიყვანა. ოტიას რომ უთხრა, ჩემთან მიმყავხარო, ოტიას ხუმრობა ეგონა… ეს უყურადღებოდ არ დარჩენათ და ჯანსუღი დაიბარეს, ეს რა გააკეთეო. ჯანსუღმა მიუგო, კი, მაგრამ ხომ თქვით, დაბრუნებულ ადამიანებს ხელი უნდა შევუწყოთო და აი, ხელი შევუწყეო. პირად საქმეში 12 საყვედური ჰქონდა.
_ ჯანსუღს?
_ დიახ. ერთხელ, მითხრა, შვილო, მესამე საყვედურზე გხსნიდნენ და 12 საყვედური გაგიგიაო?!
_ და მოხსნას როგორ გადაურჩა?
_ ამას ისევ მისი საძმაკაცო აკეთებდა. აკი, გითხარი, თავიანთი საძმაკაცო სადღაც-სადღაც ჰყავდათ, ზოგი _ `მთავლიტში~, ზოგი _ ცეკა-ს განყოფილებაში… მოკლედ, ნორმალური ადამიანები…
80-იან წლებში, როცა ლიგაჩოვმა `სუხოი ზაკონი~ შემოიღო, ჯანსუღი აქტივის კრებაზე წამოხტა და მირკოფონში თქვა, ნუ `აყობით~ ლოგაჩოვს, ქაქის ჭამას მიგაჩოვთო. ჯერ სიჩუმე იყო, მერე კი, ისტერიული ხარხარი ატყდა. ლიგაჩოვი ითხოვდა, გადამითარგმენთ, რა თქვაო. ვიაღცები კომფორმიზმზე ლაპარაკობენ. ერთი, მე და მამუკა ჩარკვიანს გვკითხონ, თუ ეს კომფორმიზმია! `თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრიაო~, _ ეს ჯანსუღმა 1972 წელს თქვა და ამის გამო `ათრიეს~.
ვიღაცა იმასაც ამბობს, ჯანსუღი შევარდნაძის მეგობარი იყოო. დიახ, ასეა _ ჯანსუღი, ნოდარ დუმბაძე და შევარდნაძე იმ დროიდან მეგობრობდნენ, როცა ჯანსუღ 19 წლის იყო, შევარდნაძეს კი არანაირი თანამდებობა არ ჰქონდა. შევარდნაძე პრეზიდენტობიდან რომ წავიდა, ვიღაცამ ჯანსუღს უთხრა, თქვენი ყოფილი მეგობარიო. ჯანსუღმა მიუგო, შვილო, ყოფილი მინისტრი ვიცი, მეგობარი _ არაო… განსხვავებული აზრები ჰქოდნათ თუნდაც იმიტომ, რომ ჯანსუღი ორჯერ ზვიად გამსახურდიას თავდები იყო, მაგრამ მაინც, მეგობრები იყვნენ!
თბილისში ლიტერატურული დღეები იმართებოდა. ჯანსუღი, ოთარ და თამაზ ჭლაძეები, სხვებიც, დარბაზში შევიდნენ. შევარდნაძემ დაუძახათ, ჩვენთან დასხედითო. ჯანსუღმა გასძახა, მაქეთ ინაურები სხედან, აქეთ _ შინაურებიო. ეს ალექსი ინაურმა იწყნა და იქვე, იმავე წამს, თავისიანებს რუსულად უთხრა, ხომ არაა დრო, ეს ყმაწვილი გააჩუმოთო. ჯანსუღი ყმაწვილი 22 წლის ასაკშიც არ ყოფილა… სიჩუმე ჩამოვარდა, რადგან ეს, პრაქტულად, განკარგულებას ჰგავდა. 10 წუთში, შევარდნაძე სადღეგრძელოს სვამს, ჯერ რესპუბლიკას ადიდებს და ერთ-ერთ ფრაზად ამბობს, მინდა, იმ საქართველოს გაუმარჯოს, სადაც უშიშროების გენერლებს არ ეგონებათ, რომ პირველი პირები არიანო. მოკლედ, ინაურის განკარგულება რაღაცანირად შეაჩერა. ამას წინათ, მერაბ კოკოჩაშვილის ინტერვიუ მოვისმინე, შევარდნაძე რომ არა, ჩემს ფილმს, `ცხელი ზაფხულის სამ დღე~-ს თაროდან ვერ ჩამოვიღებდიო. შევარდნაძე ასეთ რაღაცებს აკეთებდა და ცდილობდა, რომ ამათთან ემეგობრა. ვიღაცას უნდა, რომ ყველაფერი ეს არ ითქვას და დაიმალოს… ეს მათი პრობლემაა!

თაკო ჩარკვიანი:"ველდოები, რომ ბიძინა ივანიშვილმა "გაყვინიზებული" ადამიანები დაიფრინოს!
_ თაკო, გამბედაობა ჯანსუღისგან გამოგყვა?
_ მამაჩემს რუსეთში არაჩვეულბრივი სამეგობრო ჰყავდა, მაგალითად, ბელა ახმადულნა, რომელის ანტისაბჭოთა ლექსები მოსკოვში არ გამოსცეს და ჯანსუღმა თბილისში დაუბეჭდა, მაგრამ ბავშვობიდნა ვიცი, რომ ჩემი ქვეყნის ყველზე დიდი დამჩაგრავი `დიდი ძმა~ რუსეთია. თუ გინდა, რომ ამ თაობას გული ატკინო, უნდა უთხრა, რას აკეთებდიო. აკეთებდნენ კი არა, სისხლამდე `იპორჭყებოდნენ~ და ამის დასტური ზემოხსენებული 1988 წლის კდრებია. კი ბატონო, მამაზე ოდნავ უმცროსი თაობა _ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, გია ჭანტურია და ირაკლი წერეთელი, თამრიკო ჩხეიძე, რა თქმა უნდა, დისიდენტები იყვნენ და ბრძოლის უფრო რადიკალური გზა აირჩიეს, მაგრამ მათ გვერდით ადამიანები ედგნენ. მაგალითად, ზვიად გამსახურდიას მწერალთა კავშირიდან გარიცხვას ხელი, ჯანსუღის გარდა, გამგეობის ყველა წევრმა მოაწერა…
_ როგორ ფიქრობ, რუსული საფრთხე დღესაც რეალურია?
_ გარკვეულ ნაწილს ქვეყნის 40 წლით უკან წაყვანა უნდა! ამას ვიღაცები არც მალავენ. ასეთი ლუსტრირება არასოდეს მახსოვს! ვანო, ოკუპაციის კანონი ხომ გვაქვს?
_ დიახ, გვაქვს, მაგრამ ზოგი ამბობს, ეს მიშას მიღებული კანონიაო…
_ არ მაინტერსებს, ვისი მიღებულია, ეს ქვეყანა ოკუპირებულია! 9 წელი მიშა სააკაშვილს ვებრძოდი. მეცინება _ ახლა ვიღაცებს თანამდებობეზე რომ ვხედავ, მაშინ ჩირგვებში იყვნენ! გირგვლიანის ამბავზე თავიდან 30-40 ქალი ვიდექით. ისიც მახსოვს, 7 ნოემბერს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს თავები რომ დაუხეთქეს და სისხლი არწყევინეს, ორი დღის შემდეგ, 9 ნოემბერს, ბურჯანაძე გამოვიდა და თქვა, სახელმწიფოებრივად სწორედ მოვიქეცითო. დღეს კი, რაღაც სისულელეებს ლაპარაკობს იმიტომ, რომ რუსეთი უნდა _ რუსეთი მისთვის სათბურია! ვიღაცებს კორუფციული სივრცე ენატრებათ _ ბიზნესის კეთება არ იციან. გულუბრყვილოებიც არიან, რომელთაც ჰგონიათ, რომ უკეთესობა იქნება, მაგრამ არ იციან, რომ რუსეთში, გარკვეული კორუფციული სივრცის გარდა, ლამის ხახვს ჭამენ. არ მგონია, ჭკვიან კაცს ქვეყნის უკან წაყვანა უნდოდეს, მაგრამ ერთხელ, ვიხუმრე, რგორც კი გავიგებ, რომ ქვეყანა აქეთკენ მიდის, ერთი მამუკა ჩარკვიანით, ერთი ჯანსუღ ჩარკვიანითა და ერთი ირმა გიგანით ქუჩაში იმდენ ხალხს გამოვიყვან, რამდენი მსენელიც მამუკას `იუთუბიზე~ ჰყავს-მეთქი, მაგრამ არ მგონია, საქმე აქამდე მივიდეს! მთელი ცხოვრება ვნატრობ, რომ ეს ქვეყანა საფრანგეთსა თუ ბელგიასავით თავისუფალი და ჯანმრთელი იყოს. ვინ რა უნდა მოგახვიოს? დიდი ბოდიში და, 1978 წელს რუსეთი ენას მართმევდა და 1989-ში რუსათაველზე ამჩეხა. მოდი, ვიდრე დასავლეთის არარსებულ ცუდზე ვისაუბერბთ, ჯერ ის ჩამოვთავლოთ, რაც რუსეთის იმპერიამ გაგვიკეთა! ევროპელის მიერ წართმეული საქართველოს ტერიტორია არ მინახავს. სამაგიეროდ, მახსოვს, გორში რუსის ჩექმა რომ მოვიდა, ამერიკელები ნეიტრალურ წყლებში დასახმარებლად შემოვიდნენ! რუსთაველზე ამერიკელის კი არა, რუსის ჩექმა მინახავს! ისე, ჩექმა არავისი მინდა და თუ ცუდი მთავრობა გვეყოლება, ამერიკასა და ევროპას ნუ დავაბრალებთ! აბა, ნორმალური მთავრობა მოიყვანე და ნახავ, ვინ რას მოგახვევს და გაგიბედავს?!
_ დღეს ნორმალური მთავრობა გყვავს?
_ ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც ცვლილებაში მოანწილეობა მიიღო და დიდი იმედი მქონდა. ამ იმედის ნაწილი, რა თქმა უნდა, გამიცრუეს. ერთხელ, ვიხუმრე, ქუჩაში ჯანყარაშვილების გამო არ ვიდექით-მეთქი და პირდაპირ ეთერში გვარებიც დავასახელე _ ყველაზე ცუდი მკვლელები, ვინც მიხეილ სააკაშვილს ჰყავდა, მაგალითად, უდესიანი, ჩვენს მიერ დანიშნული მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი სწორედ მათ გაურიგდა, რაც იმედგაცურებაა. ქალაქელები თითოეულ ადამიანს ვეპოტინებით, იქაა და იქნებ, ყველაფერი ცუდისკენ არ წავიდესო, მაგრამ მოთმინების ფიალა ნელ-ნელა ივსება დ არ მინდა, რომ აივსოს. როგორც კი გავბრაზდები, მაშინვე მახსენდება, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისთვის ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული.
_ იქნებ, ივანიშვილსაც უღალატეს?
_ შეიძლება. საუბარი აქეთკენ მიმყავდა და დამასწარი… სულ ველოდები, რომ ხელს მოიქნევს, ახლა სექტემებრს ველოდები და თუ არც სექტემებრში მოიქნია, მერე ხელების ქნევას ჩვენ დავიწყებთ. ველდოები, რომ `გაყვინიზებული~ ადამიანები დაიფრინოს, რომლებიც მხოლოდ მას კი არა, ქვეყანას და საერთოდ, ყველაფერს ღალატობენ!
სპეციალურად “თაიმერისთვის” ვანო პავლიაშვილი

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: „ეროვნული ბანკის შესახებ“ ისეთ კანონს მივიღებთ, რომელსაც ყველას მხარდაჭერა და გაგება ექნება
შემდეგი სტატიაეგვიპტის გენპროკურორი მოკლეს (+ფოტოები)