“თაიმსი” – მარტის დასაწყისში პუტინი ავად იყო

პუტინმა განაცხადა, რომ საგარეო მტრებისთვის თავზე ხელის გადასმას არ აპირებს და აუცილებლად დაიწყებს ომს

მარტის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მართლაც იყო ავად, – ამის შესახებ “თაიმსის” ცნობით, რუსმა სამხედრო და სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა წარმომადგენლებმა ამერიკელ კოლეგებს აცნობეს.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ყოფილი ამერიკელი და რუსი გენერლების ჯგუფში ერთ-ერთმა წარმომადგენლმა განაცხადა.
“ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ პუტინი ავად იყო, ამიტომაც გაუჩინარდა ის მარტის დასაწყისში. მან ასევე დაადასტურა, რომ პუტინი მართავს კვლავ ძველებურად და გამოთქვა წუხილი, რომ რუსეთის პოლიტიკისა და ლიდერობის კულტურა საკმარისად არ არის განვითარებული და არ შეუძლია რუსეთის ლიდერის ავადმყოფობისა და სისუსტეების აღიარება. ეს იმიტომ, რომ ბორის ელცინის პორტრეტი ადრე დასავლურ პრესაში დამამცირებლად წარმოაჩინეს”, – განუცხადა ბრიტანულ გამოცემა “თაიმსს” სანდო წყარომ.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მარტის დასაწყისში 10 დღის განმავლობაში საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა, რის გამოც მედია მისი ავადმყოფობის შესახებ ალაპარაკდა. თუმცა, ამ ინფორმაციას კრემლში დღემდე უარყოფენ.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე – თანამდებობიდან გაშვების შემდეგ როცა ლაპარაკობენ, განცხადებები დამაჯერებელი არ არის
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი სექსისტური ხასიათის სარეკლამო რგოლების აკრძალვის საჭიროებას ხედავს