“თაიმერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს

davit_kereselidze_33173საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გერმანული კომპანიის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ–ამის შესახებ საგარეო უწყების სპიკერმა დავით კერესელიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ძალიან ხშირად საოკუპაციო რეჟიმის მედიასაშუალებებში ვრცელდება ის, რაც მათ უნდათ, რომ გავრცელდეს და ხალხმა დაიჯეროს. იყო ასეთი ინფორმაცია, რომ თითქოს გერმანელი ბიზნესმენები იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ხელმძღვანელობას შეხვდნენ. ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციით, პიროვნებები, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, ეროვნებით გერმანელები არიან, თუმცა ერთ-ერთს კომპანია სანკტ-პეტერბურგში აქვს დაფუძნებული და ორი რუსი პარტნიორი ჰყავს,“ – განაცხადა დავით კერესელიძემ.მისივე თქმით, ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა, გერმანული კომპანიის წარმომადგენელი არ ყოფილა.„ვთვლით, რომ უფრო გადამეტებულია ეს რეკლამირება. უფრო მეტია ნაჩვენები მედიის საშუალებით, თითქოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან ოკუპირებულ აფხაზეთში წარმომადგენლები იყვნენ,“ – განმარტა საგარეო უწყების სპიკერმა.

germania timer.ge გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  2015 წლის 7 მაისს სოხუმში აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასა და გერმანიის ბიზნეს-დელეგაციას შორის ადრე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დე-ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით გენადი გურგულიამ ბიზნეს-დელეგაციას უმასპინძლა.

დელეგაციის შემადგენობაში იყვნენ შპს „გელდენშტაინი და პარტნიორების“ გენერალური დირექტორი ვოლფჰანგ მატცკე და ლანდშაფტური კომპანია „მწვანე დაგეგმარების“ ხელმძღვანელი დირკ ჰაიდმანი.
აღსანიშნავია, რომ ადრე სავაჭრო-სამრეწველო პალატა დელეგაციის წევრების მხარდაჭრით გერმანიაში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობდა. 2014 წლის მარტში პოსტდამში გამართულ მეწარმეების კლუბის კონფერენციაზე პალატა კლუბის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის დ. ჰეიდემანის მოწვევით იმყოფებოდა,  სადაც გენადი გურგულია მოხსენებით გამვიდა თემაზე „არსებული საინვესტიციო სიტუაცია რუსულ-აფხაზური შავიზღვისპირა სანაპიროს რეგიონში სოჭის ოლიმპიადის შემდეგ “. კონფერენციის ფარგლებში პირველად მონაწილეებისთვის აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზენტაცია მოხდა. იმავე წლის ივლისში ბერლინში აფხაზეთის ეკონომიკური და სავაჭრო-საინვესტიციო პოტენციალის წარდგენა მოხდა. 2015 წელს სავაჭრო პალატამ ბერლინში საერთშორისო გამოფენა „მწვანე კვირეული 2015“-ში მიიღო მონაწილეობა.
ოფიციალურ შეხვედრაზე ვიზიტის მიზნები იქნება განხილული: ინვესტიციების მოზიდვა აფხაზეთში, და გერმანიასა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება.
გერმანული დელეგაცია აფხაზურ საწარმოებს დაათვალიერებს და მთავრობას გერმანულ პროექტებს შესთავაზებს.
დელეგაცია 10 მაისამდე იმყოფებოდა აფხაზეთში.

timer.ge

banner
წინა სტატიაშიგურიის ახალი გუბერნატორი გია სალუქვაძეა
შემდეგი სტატიასოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი მოიპარეს