,,თაიმერის” კორესპონდეტნის ორგანიზებით მილანში რუსეთის საკონსულოსთან აქცია გაიმართა

რუსეთის მცოცავი ოკუპაცია და საზღვრის უკანონოდ გადმოწევის ფაქტები გააპროტესტეს, იტალიაში მდებარე რუსეთის საკონსულოსთან, მილანში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა.
ემიგრანტებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს და საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.
აქციის ორგანიზება ,,თაიმერის” ევროპის რეგიონის კორესპონდენტმა ეკატერინე ლემონჯავამ გაუკეთა.
,, მეც საქართველოს რიგითი შვილი ვარ, ემიგრანტი, ვცხოვრობ მილანში. რუსეთის პოლიტიკის, მათი ქმედებების მიმართ, მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ გამოვხატავ ჩემს თავისუფალ აზრს. ვგმობ პუტინის ხელისუფლებას და მის პოლიტიკას. ჩვენ როგორც ემიგრანტებს, ძალიან გვტკივა ის პროცესები რაც საქართველოში ვითარდება. ასე შორს ყოფნა ამ ტკივილს კიდევ უფრო გიორმაგებს. ვთხოვთ ჩვენს ხელისუფლებას ჩაერიოს ცოტა უფრო აქტიურად ამ საკითხის მოგვარებაში. თორემ შეიძლება ხვალ ან ზეგ მავთულხლართები თბილისშიც ვიხილოთ. ყველა ქართველი უნდა დავდგეთ ერთად და ვერც რუსეთი და ვერც ვერავინ დაგვაკლებს რამეს”- აცხადებს ქართველი ემიგრანტი გიორგი აზმაიფარაშვილი.
,,აქცია მცირერიცხოვანია, რადგან ემიგრანტები უცხოეთში საკუთარ თავებს არ ვეკუთვნით, თავისუფალი დრო ბევრი არ გვაქვს და ჩვენი სურვილისამებრ ვერ ვთავისუფლდებით. მიუხედავად იმისა, რომ ახლა აქ ბევრნი არ ვართ, ჩვენ გადმოვცემთ იტალიაში მცხოვრები ქართველების გულისტკივილს. ვგომბთ რუსულ აგრესიას. რუსეთთან მეგობრობა მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება, როცა ის დაანებებს ცოცვას საქართველოს ტერიტორიაზე და უსისხლოდ დააბრუნებს უკვე წართმეულ მიწებს”- აცხდებს კიდევ ერთი ემიგრანტი ლელა გოგოლაძე.
აქცია საქართველოს ჰიმნის ფონზე მიმდინარეობდა.

https://www.youtube.com/watch?v=m6f1cib4x64&feature=youtu.be

https://www.youtube.com/watch?v=ZeOPR9q0v3Q&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში13-14 ივნისს თბილისში მომხდარ სტიქიის მიზეზებსა და შედეგებთან დაკავშირებით ანგარიში მომზადდა
შემდეგი სტატიაერგნეთში შეხვედრა დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს