„თავისუფალ დემოკრატებს“ თინა ხიდაშელის დანიშვნის შემდეგ პოლიტიკური პლატფორმა გამოეცალათ

რესპუბლიკელებს აქვთ განცდა ტორტის მირიგი ნაჭერი მიიღონ

ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნით „თავისუფალ დემოკრატებს“ პოლიტიკური პლატფორმა გამოეცალათ.

ამის შესახებ ხუხაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

. გაუგებარია, რომელი ელექტორატისთვის უნდა იბრძოლონ მათ, რადგან მათი პლატფორმა იდგა იმაზე, რომ ქვეყანა ორიენტაციას იცვლის, თინა ხიდაშელი კი ზის აბსოლუტურად იგივე ტალღაზე, რა ტალღაზეც იჯდა ირაკლი ალასანია. შესაბამისად, მათ პლატფორმა აღარ აქვთ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც კოალიცია “თავისუფალმა დემოკრატებმა” დატოვეს, გამოთავისუფლებული ნიშის დაკავება რესპუბლიკელებს მოუწიათ, რის სანაცვლოდაც მათ ძალაუფლების გაძლიერებაც მოითხოვეს.

“გარემოებებმა შექმნა იმის საფუძველი, რომ ამ პოლიტიკური ძალის როლი გაიზარდა და შესაბამისად გაიზარდა მათი ამბიციაც, რომ ძალაუფლებაში ჰქონდეთ  მეტი წილი.

მარტო ეს არ იყო მიზეზი, კიდევ იყო ის, რომ რესპუბლიკელები მიანიშნებდნენ ხელისუფლებას, რომ “თავისუფალ დემოკრატებს” შეიძლებოდა ისინიც მოყოლოდნენ, თუმცა დღეს ეს საფრთხე აღარ არის, რადგან მათ უკვე მიიღეს ტორტის თავისი ნაჭერი ძალაუფლების სახით და ისინი არიან უკვე თამაშში” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილოს ანჯელესში დაახლოებით 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიამეუფე კალისტრატემ ადგილობრივ ხელისუფლებას ულვაშის ტარებისკენ მოუწოდა