“თავისუფალმა დემოკრატებმა” საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის პოსტები დატოვეს

საპარლამენტო ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრებმა კომიტეტების თავმჯდომარის პოსტები დატოვეს. ამის შესახებ ოფიცალური განცხადება პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში უკვე გაკეთდა.
თანამდებობები საკუთარი სურვილით დატოვეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯომარე დავით ონოფრიშვილმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძემ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილმა.
ამასთან, “თავისუფალი დემოკრატების” კიდევ ერთი წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტიდან გასულ კვირაში გადააყენეს. ზურაბ აბაშიძე თანამდებობაზე უმრავლესობის მიერ იყო წარდგენილი. აბაშიძე ვიცე-სპიკერის პოსტზე გუბაზ სანიკიძემ შეცვალა.

banner
წინა სტატიაშიხარკოვის ტერქატის მომწყობებმა იარაღი რუსეთში მიიღეს
შემდეგი სტატია“სავალუტო ფონდის” წარმომადგენლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ხვდებიან