“თავისუფალი თაობა” პროვოკაციას გეგმავს-ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს

9185tavisufali_demokratebi_logo“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის ინფორმაციით, ხვალ, “თავისუფალი დემოკრატების” ოფისთან ორგანიზაცია “თავისუფალი თაობა” პროვოკაციას გეგმავს. ამის შესახებ მან “რეაქციაში” სტუმრობისას განაცხადა.
პეტრიაშვილი მიმართავს ხელისუფლებას, რომ “არ გამოვა ამ რეჟიმში მუშაობა”. “ძალიან კარგად ვიცით საიდანაც არის და როგორც არის მართული. ყურადღების გადმოტანა, ახალი ფრონტის გახსნა ნამდვილად არ წაადგება ქვეყანას, ჩვენ არაფერი დაგვაკლდება. მინდა ხელისუფლება გავაფრთხილო, რომ პასუხისმგებლობა მასზეა.
მინდა ახალგაზრდებიც გავაფრთხილო – ხვალ ჩვენი თანამებრძოლის ქორწილია, ნუ შეწუხდებით, არ ვიქნებით ოფისში, იოგებს გაუფრთხილდით, ბუნებრივ პოტენციალს, გამოგადგებათ კიდევ. მომავალ კვირას სამუშაო პერიოდია და კონსტიტუცის და კანონის ფარგლებში რაც გინდათ ის გააკეთეთ”, – მიმართა ალექსი პეტრიაშვილმა “თავისუფალი თაობის” წევრებს.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მართავს. ამის შესახებ პეტრიაშვილმა „იმედის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.ძალიან მარტივია, რა თქმა უნდა, ივანიშვილი მართავს. ხელისუფლება, ვისაც ევალება ქვეყნის მართვა, ვერ მართავს. ძალიან აშკარაა, ცხადია, რომ ვისაც დღეს მთავრობის მეთაურის პოზიცია უკავია, ის ვერ მართავს. ცხადზე ცხადია, რომ უფრო აქტიურად ერთვება ივანიშვილი კონკრეტული საკითხების გადაწყვეტაში. ნამდვილად უმჯობესია ქვეყნისთვის დავასრულოთ არაფორმალური მმართველობა და ივანიშვილმა დაიკავოს მთავრობის მეთაურის პოზიცია და გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას.ბევრი რამისთვის ჯობია, საზოგადოების სიმშვიდისთვის. პასუხისმგებლობის აღების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ივანიშვილმა კონკრეტულად მთავრობის საქმიანობაზე აიღოს პასუხისმგებლობა“,- განაცხადა პეტრიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილის პოლტიკაში დაბრუნების თეორიული შანსები არსებობს
შემდეგი სტატიამამის ქონებიდან კანონით კუთვნილი წილი ეკუთვნით–ინგა ბაბუაძე