“თავისუფალი დემორკატები” პრეზიდენტს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის წინადადებით კიდევ ერთხელ მიმართავს

“თავისუფალი დემორკატები” პრეზიდენტს ქვეყანაში არსებულ “მძიმე სავალუტო მდგომარეობასთან” დაკავშირებით რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის წინადადებით კიდევ ერთხელ მიმართავს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ნინო გოგუაძემ განუცხადა, ისინი დეპუტატებს შორის შესაბამისი ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.
“ვაპირებთ ვთხოვოთ პარლამენტის ყველა დეპუტატს, როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლებს, შემოგვიერთდნენ ხელმოწერებში. ჩვენ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და გვინდა მივმართოთ პრეზიდენტს, რომ მოიწვიოს საგანგებო სხდომა და გაიმართოს პოლიტიკური დებატები ქვეყანაში არსებულ მძიმე სავალუტო მდგომარეობასთან დაკავშირებით. გვინდა, რომ ამ სხდომაზე აუცილებლად მოვიდეს როგორც მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ისე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ჩვენ პრეზიდენტთან შეხვედრის დროს დავეთანხმეთ ქვეყნის პირველი პირის აზრს, რომ აუცილებელი იყო დავლოდებოდით სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის დასრულებას და ეკონომიკური გუნდი ამის შემდეგ, კონკრეტული გეგმით წარმდგარიყო პარლამენტის წინაშე. ასე რომ, ყველა ვადა ამოიწურა. ჩვენ დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვების პროცედურას”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

banner
წინა სტატიაში“გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში მომავალი პლენარული სხდომის კვირაში მივა”
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: რკინიგზის პრივატიზების საკითხი ამ ეტაპზე არ იხილება