“თავისუფალი დემოკრატები” ვადამდელი არჩევნების აუცილებლობას ვერ ხედავენ

“თავისუფალი დემოკრატები”, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავენ.

ამის შესახებ კახეთში სტუმრობისას პარტიის ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება უნდა შეეჩვიოს არჩევნების დაგეგმილ ვადაში ჩატარებას.

“თავისუფალი დემოკრატები” და მეც პირადად მივიჩნევთ, რომ საარჩევნო ციკლს პატივი უნდა ვცეთ და არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში. მაგრამ, თუ გაღმავდა კრიზისი, ბუნებრივია, შეიძლება ხელისუფლებამ მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება. მაგრამ, ჩვენ გვირჩევნია, რომ შევეჩვიოთ არჩევნების თავის ვადაში ჩატარებას”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთში დუმილის დღეა
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია – მთლიანად უნდა შეიცვალოს სამართალდამცავი სტრუქტურა