“თავისუფალი დემოკრატები” საპარლამენტო თანამდებობების დატოვებაზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ

პარტია “თავისუფალი დემოკრატები” დღეს საგანგებო სხდომას გამართავენ. ინფორმაცია ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით პარტიის სხდომაზე იქნება განსაზღვრული “თავისუფალი დემოკრატების” სამომავლო ნაბიჯები და ქმედებები. კერძოდ საუბარია იმაზე დატოვებენ თუ არა თანამდებობებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები პარლამენტში.

აღნიშნული საკითხი პარტიის დღის წესრიგში მას შედმეგ დადგა, რაც ზურაბ აბაშიძე მმართველი კოალიციის წარმომადგენლებმა ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან გადააყენეს. მომხდარის გამო ეუთოში ვიზიტი შეწყვიტა აბაშიძის თანაპარტიელმა და “ევროინტეგრაციის” კომიტეტის ხელმძღვანელმა ვიქტორ დოლიძემ და ის სამშობლოში დროზე ადრე დაბრუნდა.

რა გადაწყვეტილებას მიიღებენ “თავისუფალი დემოკრატები” შეხვედრაზე ეს ხვალ გახდება ცნობილი, ამის შესახებ ჟუნრალისტებს ირაკლი ალასანიამ განუცხადა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია – “ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვება და სიღატაკეა”
შემდეგი სტატიამანანა კობახიძის ვარაუდით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი მომავალი კვირის სხდომების დღის წესრიგში შევა