„თავისუფალი დემოკრატები“ ადიგენის მოსახლეობას შეხვდნენ

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები დღეს ადიგენის მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნენ.

ირაკლი ალასანიამ რეგიონში მცხოვრებლებს პარტიის სამომავლო გეგმებიც გააცნო, რის შემდეგაც შეხვედრა „თავისუფალი დემოკრატების“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან გამართა.

„ჩვენ ავირჩიეთ მერები, საკრებულოები, გამგებლები, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფერს ვერ აკეთებენ. საკითხის გადასაწყვეტად ინსტრუმენტები არ გააჩნიათ და ასეთი საკითხების გადაწყვეტით, ძირითადად, უშიშროების სამსახურები არიან დაკავებულნი. ეს არის თვისობრივად შესაცვლელი. თვითმართველობა რეალური უნდა გახდეს,“ – აცხადებს ირაკლი ალასანია.

პარტიის ლიდერების განცხადებით, შეხვედრების მიზანი ინფორმაციის შეგროვება და რეგიონული განვითარების გეგმის შემუშავებაა.

banner
წინა სტატიაშიქართველმა მორაგბეებმა გერმანიის ნაკრები დაამარცხეს
შემდეგი სტატიააკაკი მინაშვილი სკანდალურ სატელეფონო ჩანაწერებს ავრცელებს.