,,თავისუფალი დემოკრატები” უშიშროების სამსახურს ზეწოლაში ადანაშაულებს

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში “თავისუფალი დემოკრატების“ წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახური პარტიის წევრებზე ზეწოლას ახორციელებს.

„ბოლო პერიოდია მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია ,,თავისუფალი დემოკრატების“ წინააღმდეგ. სახელმწიფო უშიშროების სამსახური ახორციელებს ზეწოლას პარტიის წევრებზე და ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა რეგიონული ორგანიზაციების წევრებთან მიმართებაში. ეს ყველაფერი განპირობებულია ,,თავისუფალი დემოკრატების“ გააქტიურებით და პარტიის ზრდის ტენდენციით. ხელისუფლებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ მიმდინარეობს პარტიის რეგიონალური ორგანიზაციების გადახალისება და ჩვენს რიგებს ახალი წევრები უერთდებიან. ამას უკავშირდება პარტიის წინააღმდეგ აგორებული მიზანმიმართული შავი პიარიც. ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ არავითარი ალიანსი ,,ნაციონალურ მოძრაობასთან’’ არ არსებობს და არც იარსებებს მარტივი მიზეზის გამო – ჩვენ დღესაც, ისევე, როგორც 2012 წელს ვგმობთ მმართველობის იმ მახინჯ ფორმას, რასაც წარმოადგენდა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება. ვერავითარი წინააღმდეგობა პარტიის გეგმებს ვერ შეცვლის და დაწყებულ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. პარტია დამოუკიდებლად გავა არჩევნებზე და პირობას ვაძლევთ ჩვენს ამომრჩეველს, რომ გავიმარჯვებთ“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოები წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიავინ უმასპინძლა ბერეზოვსკის შვილს თბილისში?