“თავისუფალი დემოკრატები” ტყიბულის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დატოვა

ტყიბულის თავისუფალი დემოკრატების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პარტია და შესაბამისად, პოსტი დატოვა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზად დავით კუბლაშვილი თავისუფალი დემოკრატებისა და ნაციონალურ მოძრაობას შორის არსებულ საერთო პრინციპებს ასახელებს.

კუბლაშვილი აცხადებს, რომ პირველ რიგში ეს მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით თავისუფალი დემოკრატებისა და ნაციონალური მოძრაობის დამოკიდებულებას უკავშირდება.

“პარტიამ სრულიად სხვა კურსი აიღო იმ პრინციპების საწინააღმდეგოდ, რითაც მოვედით ხელისუფლებაში. მან საკუთარი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად შეარჩია ის პარტნიორები, რომლებსაც მე და ჩემი მეგობრები ვებრძოდით. თავისუფალ დემოკრატებსა და ნაციონალურ მოძრაობას ერთნაირი პრიორიტეტები და მიზნები გააჩნიათ, რის გამოც მე ვტოვებ მათ რიგებს,”- განაცხადა კუბლაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ეს არის მტკნარი სიცრუე,”- ერეკლე კოდუას ადვოკატი ნუკრი ქანთარიას პასუხობს
შემდეგი სტატიაNDI ევრაზიული კავშირის შესახებ კვლევის შესწორებულ ვარიანტს ავრცელებს