,,თავისუფალი დემოკრატები“ არასაპარლამენტო ოპოზიციის ბოკოტს უერთდებიან

არასაპარლამენტო ოპოზიცია შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. განცხადებას ამის შესახებ 11 ოპოზიციური პარტია აწერს ხელს, სადაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებენ, შეუერთდნენ მათ წინადადებას.
,,ნაციონალურ მოძრაობაში“ აღნიშნულ საკითხეს დღეს კონსულტაციები იმართება, რის შემდეგაც ხვალ მიიღებენ გადაწყვეტილებას, უერთდება თუ არა საპარლამენტო უმცირესობა არასაპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტს.

,,ჩვენი პოლიტიკური ძალა თანხმდებოდა და ხელს აწერდა იმ დოკუმენტს, სადაც უნდა შეცვლილიყო საარჩევნო სისტემა. საინტერესოა, რომ ხელისუფლებაში შემავალი პარტიები, მათ შორის რესპუბლიკელებიც აწერდნენ ხელს. პოლიტიკური პარტიების ეს განცხადება მნიშვნელოვანი გზავნილია და იმის ნიშანია, რომ ხელისუფლება სრულიად არაადექვატურად აფასებს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ პროცესებს“ – აცხადებს სერგო რატიანი.

,,თავისუფალი დემოკრატებო“ ამბობენ, რომ ისინი 2015 წლის შუალედურ არჩევნებში ისედაც არ აპირებდნენ მონაწილეობის მიღებას და ბოიკოტის საკითხში არასაპარლამენტო ოპოზიციას მხარდაჭერას უცხადებენ.

,,თავისუფალი დემოკრატები 2015 წლის არჩევნებში არ იღებენ მონაწილეობას და ამის შესახებ ჩვენ დიდი ხნის წინ განვაცხადეთ. მისაღებია ის პოზიცია, რომელსაც აფიქსირებენ არასაპარლამენტო პარტიები, ვინაიდან ყველა უნდა გაერთიანედეს იმ იდეის ირგვლივ, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს ხელისუფლება არ არის მზად შეასრულოს მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება“ – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

2015 წლის შუალედური არჩევნები ტარდება ორ ოლქში – საგარეჯოსა და მარტვილში.

banner
წინა სტატიაშიადვოკატის თქმით, გია სოსანაშვილი ადასტურებს, რომ საფრანგეთში სატელეფონო კონტაქტი მეგობრებთან ჰქონდა
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: ვინაიდან არასდროს და არავისთვის შემიყრია თვალში ნაცარი, ვაცხადებ ნათლად…