“თავისუფალი დემოკრატები” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებენ

საერთოდ ვერ გაიგო ვერავინ, რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა

“თავისუფალი დემოკრატები” ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ მომზადებულ ალტერნატიულ წინადადებებს უჭერენ მხარს.
როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, ამიტომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
აბაშიძის შეფასებით, პარლამენტის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის შენიშვნები სწორი და ადეკვატურია.
“პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ალტერნატიულ წინადადებათა პაკეტში არაფერია ისეთი, რომელზეც ჩვენ გვექნება რაიმე წინააღმდეგობა. პირიქით, აბსოლუტურად ვიზიარებთ იმ პათოსს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს. ვფიქრობთ, რომ ქვეყნის პირველი პირის შენიშვნები არის აბსოლუტურად ადეკვატური და სწორი, რომელიც უნდა იყოს გაზიარებული. თვითონ ხელისუფლებაც ამბობს, კანონთან მიმართებაში დაშვებულია შეცდომები, მაგრამ არის გაჯიუტებული ბავშვის პოზიციაში და პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებას არ აპირებს. ეს არის ჩიხური მდგომარეობა, რაც აზიანებს ქვეყნის განვითარებას”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე განმარტებით, თუ უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, “თავისუფალი დემოკრატები” საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.
“ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას და საკონსტიტუციო სასამართლო იქნება ამის ერთ-ერთი საშუალება. პარლამენტის მიერ მომზადებული კანონი ანტიკონსტიტუციურია, შესაბამისად ეროვნული ბანკის თემას არ მოვხსნით დღის წესრიგიდან”, – აღნიშნა ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი – კრიმინალის წინააღმდეგ უშევაღათო ბრძოლა იქნება გამოცხადებული
შემდეგი სტატიამაშველები მოქალაქეებს ურჩევენ, ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ