„თავისუფალი დემოკრატები“ აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს შეხვდნენ

საზოგადოება ელის მესამე ძალას და ეს "თავისუფალი დემოკატები" იქნება„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანია და პარტიის ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპის ბიუროს დირექტორს, შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს ჩარლზ კაპჩანს შეხვდნენ.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, საარჩევნო გარემოზე და თუ, როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. ასევე, ყურადღება გამახვილდა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე და უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე. მხარეებმა, ორმხრივი შეხვედრისას, საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობაც განიხილეს. ასევე დეტალურად მოხდა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამსრომლობის გეგმებზე საუბარიც.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწე ჩარლზ კაპჩანთან შეხვედრას ირაკლი ალასანია, ალექსი პეტრიაშილი, მაია ფანჯიკიძე, ვიკტორ დოლიძე, და დავით ონოფრიშვილი ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიე.წ. სამხრეთ ოსეთი ოფიციალურად იომებს უკრაინის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიასოფლის მეურნეობის სამინისტრო თხილის მავნებლების წინააღმდეგ წამლობა დაიწყო