“თავისუფალი დემოკრატები” ამინისტიის მხარდაჭერას არ ნანობენ

თავისუფალი დემოკრატები ამნისტიის მხარდაჭერას არ ნანობენ. შალვა აბულაძის საქმის შეფასებისას ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ ამნისტია ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დროს აუცილებელი ღონისძიება იყო.

“ახალ მოსულ ხელისუფლებას ბევრ მიმართულებით ფორსმაჟორულ ვითარებაში მოუწია გადაწყვეტილებების მიღება. ამნისტია იმ პერიოდში იყო აუცილებელი. წარმოიდგინეთ 26 ათასი პატიმარი და 300 ათასზე მეტი პრობაციონერი. ერთი წუთით არ ვნანობ, რომ მხარი დავუჭირეთ ამნისტიას, მაგრამ ამას აქვს მეორე მხარე, როდესაც ქვეყანა იღებს ამგვარ გადაწყვეტილებას, უნდა ჰქონდეს შესაბამისი კონტროლის მექანიზმი შემუშავებული,” – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

banner
წინა სტატიაში“სოსანაშვილს აიძულებენ, ფირცხალავას წინააღმდეგ ჩვენება მისცეს”
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს