თავისუფალი დემოკრატები“ პარლამენტში მთავარი პროკურორის დაბარებას ითხოვენ

პროკურორი

პროკურატურაში ახლადშექმნილი დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ კითხვები აქვთ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს. ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ პარლამენტში მთავარი პროკურორის დაბარებას ითხოვენ. „თავისუფალი დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებისათვის შექმნილი დეპარტამენტი არაეფექტურად მუშაობს, რადგან აღნიშნულ სტრუქტურას განსაზღვრული უფლება-მოვალეობები არ გააჩნია. დეპუტატები ასევე ინტერესდებიან უკანონოდ ქონებაჩამორთმეული პირებისათვის ქონების დაბრუნებისა და სამართლიანობის აღდგენის პროცესით. მთავარი პროკურორის პარლამენტში დაბარების საკითხი „თავისუფალმა დემოკრატებმა” კიდევ ერთხელ გუშინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე დასვეს.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე – არ მინდა, ამ მძიმე ვითარებაში პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო, მაგრამ დღეს სახელმწიფო თავის სიმაღლეზე არ არის
შემდეგი სტატიანიუ-იორკში მეტრო დაიტბორა+ {ვიდეო}