“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს, – ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “არჩევანში” სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეები არიან.
“მინდა, ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ მოვუწოდო, რომ ამ საკითხის განსახილველად, მზად ვარ, ნებისმიერ ეთერში, თუნდაც მისთვის სასურველ მოედანზე, საჯაროდ შევხვდე და განხილვაში გამოვიწვიო. ის სულსწრაფად გამოვიდა და განცხადებები გააკეთა, სადაც რამდენიმე ტყუილი თქვა, მათ შორის, ის, რომ “დელტაკომი” შსს-ს უფასოდ ემსახურებოდა, რაც შემდეგ თავად “დელტაკომმა” აღიარა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან კოლოსალურ თანხებს იღებს. მინდა ვუთხრა, რომ თუკი შერჩა მას არგუმენტები და თავმოყვარეობა, მოვიდეს და ღია ეთერში დავსხდეთ, გავარკვიოთ და ამ საკითხში სიცხადე შევიტანოთ”, – განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშისამარცხვინო და ამორალური მითი ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით დასრულდა–ნუგზარ წიკლაური
შემდეგი სტატიახუთი ადამიანი დეფაქტო პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მძევლები არიან–ირაკლი ალასანია