“თავისუფალი დამოკრატები” სარეაბილიტაციო სამუშაოებში ერთვებიან

შემზარავია ის ტრაგედია, რაც გასულ ღამეს თბილისში დატრიალდა, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. “თავისუფალი დემოკრატები” ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებთ ყველას, ვისაც ეს კატასტროფა უშუალოდ შეეხო.
“ამ რთულ მომენტში გადაუდებლად საჭიროა კონსოლიდაცია და პრობლემის საერთო ძალებით გამკლავება. ჩვენ, ,,თავისუფალი დემოკრატები” გამოვთქვამთ მზადყოფნას, მონაწილეობა მივიღოთ სარეაბილიტაციო სამუშაოებში და მოვუწოდებთ ჩვენს ყველა აქტივისტს, საკუთარი საცხოვრებელი უბნის მიხედვით, ჩაერთონ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ ორგანიზებულ სამუშაოებში”,-ნათქვამია “თავისუფალი დემოკრტების” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: იმდენად დიდი ტრაგედია დატრიალდა, რომ ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს დასახმარებელი
შემდეგი სტატიასტიქია თბილისში- ტრაგიკული ღამის უმძიმესი კადრები (ვიდეო)