„თავისი ფორმით ეს არ იყო ყველაზე უფრო საამაყო ფურცელი, ჩვენ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში“

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ გიგი უგულავასთან დაკავშირებით მიმდინარე პოროცესები შეიძლება აღოჩნდეს ერთერთი გარდამტეხი და მნიშვნელოვანი მოვლენა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში.

როგორც უსუფაშვილი აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნათელი გახდა, რომ სასამართლოს განაჩენის გარეშე არ შეიძლება ადამიანი განუსაზღვრელი ვადით იყოს პატიმრობაში და რომ წინასწარ პატიმრობასაც აქვს თავისი ვადები.

„თავისი ფორმით ეს არ იყო ყველაზე უფრო საამაყო ფურცელი ჩვენ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ თავისი შინაარსით შეიძლება აღმოჩნდეს ერთ-ერთი გარდამტეხი და მნიშვნელოვანი მოვლენა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ ყველა უნდა შევეგუოთ იმ ამბავს, რომ სანამ სასამართლოს განაჩენით არ არის ვინმე დამნაშავედ გამოცხადებული, მანამდე ადამიანი არის უდანაშაულო. მეორე, წინასწარ პატიმრობას აქვს თავისი ვადები და ყველა უნდა ჩაეტიოს ამ ვადებში. ეს ვერ გაგრძელდება უსასრულოდ. ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ახალი სტანდარტი ესაა, ნაბიჯი წინ, იქით, რომ შეზღუდული იყოს ჯერ კიდევ დამნაშავედ არ ცნობილი ადამიანის ციხეში ყოფნის ვადები“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, მისთვის გაურკვეველია თუ რატომ გაგრძელდა აღნიშნული საქმის გამოძიება წელიწადნახევარი.

„რაც შეეხება იმას, რომ რაღაც მოვლენები ერთმანეთს დაემთხვა, გააჩნია ამას ვინ რა თვალით შეხედავს. მე პრეტენზია მაქვს ყველასთან იმასთან დაკავშირებით, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში არ უნდა გაგრძელებულიყო ეს საქმეები“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახეთში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავალი 17 მლნ ლარამდეა
შემდეგი სტატიანაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ კომერციულ ბანკებზე გავლენას ბიძინა ივანიშვილი მოიპოვებს