თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტს უარყოფს

თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტს უარყოფს.

ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურ ვებგვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც 80 სამხედრო მოსამსახურის მოწამვლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

“2 აპრილს, საველე სწავლების შემდეგ, სამმა სამხედრო მოსამსახურემ მიმართა ლაზარეთს, სადაც დადგინდა, რომ მათ მცირედი პრობლემა ქრონიკული დაავადებების (ქრონიკული გასტრიტი და დიზბაქტერიოზი) ფონზე შეექმნათ. სამხედრო მოსამსახურეებს აღმოუჩინეს ერთჯერადი სამედიცინო დახმარება. ისინი იმ საღამოსვე დაუბრუნდნენ ქვედანაყოფს და გააგრძელეს დაკისრებული მოვალეობის შესრულება. თავდაცვის სამინისტრომ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა წერილით, რათა ლაბორატორიულად შემოწმდეს საკვები და სასმელი წყალი,” – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირუსელი პროპაგანდა ჩეხეთში 60-იანი წლებისას ემსგავსება
შემდეგი სტატიაამერიკელი მეზღვაური 66 დღის შემდეგ იპოვეს ღია ზღვაში