თავდაცვის სამინისტრო მზადაა, საჭიროების შემთხვევაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ დამატებითი ცოცხალი ძალა ჩართოს

თავდაცვის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებითი ცოცხალი ძალა ჩართოს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა, რომელმაც დღეს სტიქიის ზონები დაათვალიერა.
“ჯარი ამ წუთასაც ყველა ობიექტზეა. ჩვენები ქარხანაშიც მუშაობენ, ასევე ელიზბარაშვილების უბანში. ჩვენ მზად ვართ, მოთხოვნის შესაბამისად, ნებისმიერ წერტილს კიდევ დამატებით დავეხმაროთ ცოცხალი ძალით. ტექნიკა უკვე მთლიანად საქმეშია და ჩვენ, სამწუხაროდ, დამატებითი ტექნიკა არ გვყავს, რომ კიდევ გამოვიყვანოთ. ჩვენი ტექნიკა სრულად არის მობილიზებული”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია დაახლოებით 330 სამხედრო მოსამსახურე.

banner
წინა სტატიაშიუახლოეს მომავალში ლარზე მნიშვნელოვან ზეწოლას არ ველოდებით
შემდეგი სტატიასტიქიის ზონას დეზინფექცია ჩაუტარდება – ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს