თავდაცვის მინისტრმა ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე აშშ-ის არმიის ქართველი გენერლის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

თინა ხიდაშელი ვაშინგტონიდან საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღის თარიღსაც გამოეხმაურა.

„სიმბოლურია, რომ დღეს, 18 აგვისტოს, ჩვენი თაობის ყველაზე უფრო დიდი გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეს აქ, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ვიმყოფებით. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვიდრე ჩვენს ქუჩებზე ასეთი ბიჭები, ასეთი გმირები ცხოვრობენ, ჩვენი ქვეყანა იქნება ძლიერი და შემძლე იმისა, რომ საკუთარი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის დაცვა უზრუნველყოს. სიმბოლურია, რომ, სწორედ, დღეს ვიმყოფებით არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე, სადაც პატივი მივაგეთ წარმოშობით ქართველი, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერლის, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ხსოვნას“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიმიგრანტების რიცხვმა ევროპის საზღვრებზე რეკორდი მოხსნა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში ახლადგახსნილი სასტუმრო დაათვალიერა