თავდაცვის მინისტრი ე.წ. კაბელების საქმეზე ორი ბრალდებულის სამსახურში აღდგენის ფაქტს ეხმაურება

თავდაცვის მინისტრი ე.წ. კაბელების საქმეზე ორი ბრალდებულის სამსახურში აღდგენის ფაქტს ეხმაურება

მე დღეს უფრო მეტად არ ვიცი, რას გულისხმობდა ბატონი ალასანიათავადაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმეზე ორი ბრალდებულის სამსახურში აღდგენის ფაქტს ეხმაურება და facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ეს პირები თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებულები არც არასდროს ყოფილან და მათ უფლებამოსილება სასამართლოში მიმდინარე პროცესის გამო ჰქონდათ შეჩერებული.

1. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არასოდეს ყოფილან გათავისუფლებული.
2. გემახსოვრებათ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ჩემი წინამორბედის ბრძანებით, სწორედ პატიმრობის გამო მათ ავტომატურად შეუჩერდათ უფლებამოსილება.
3. ასევე გემახსოვრებათ, სასამართლომ ამ ადამიანების აღმკვეთი ღონისძიება შეცვალა და პატიმრობა შეწყდა. ეს კი ნიშნავს რომ საფუძველი — ზევით ნახსენები აქტი, აღარ არსებობდა.
4. ჩვენ, სასამართლო გადაწყვეტილების და კანონის მოთხოვნების შესაბამისად, მათთვის შეჩერებული უფლებამოსილება აღვადგინეთ.
5. ვინმეს დამნაშავეობა / უდანაშაულობა თავდაცვის სამინისტროს განსასჯელი არ არის. ამას სასამართლი დაადგენს, ჩვენ კი კვლავაც კანონის უზენაესობის სამსახურში ვიქნებით.
თუ კიდევ რამეა გაუგებარი მზად ვარ კანონის მუხლებიც მუვუთითო, აქ არ ჩამოვწერე ისედაც მარტივი და ლოგიკური მეჩვენება.
P.S. ვამატებ ამ პოსტზე გამოთქმული რამდენიმე კომენტარის პასუხად:
კიდევ ერთელ ჩემი განსასჯელი არ არის ამ ადამიანების დამნაშავეობა/უდანაშაულობა. ეს სასამართლოს საქმეა. გადაწყვეტილების დადგომამდე მაინც არ არის გამართლებული რომ თავდაცვაზე ხელი მიუწვდებოდეთო.
სასამართლომ წინსწარი პატიმრობის შეფარდების დროს სწორედ კანონის ეს დებულება გამოიყენა და თქვა რომ წინასწარი პატიმრობა, იმიტომ რომ მტკიცებულებების განადგურება, მოწმეებზე ზეწოლა, თანამდებობის გამოყენება და ა.შ.
როდესაც აღმკვეთ ღონისძიება შეიცვალა სასამართლომ თქვა რომ აღნიშნული საფრთხეები აღარ არსებობს, ვინაიდან გამოძიება დასრულებულია, მტკიცებულებები ამოღებული, მოწმეები დაკითხული და ა.შ.
ამიტომ ჩემგან ნუ მოითხოვთ სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას მეგობრებო–წერს თავადაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაშიფოთში 22 წლის ბიჭი დაიხრჩო
შემდეგი სტატიავიდეო–”ჩვენ ჩვენი პრინციპული პოლიტიკით, რუსები ჩავკეტეთ, გამოვკეტეთ ოკუპირებულ ტერიტორიაში და გარეთ ცხვირს არ ვაყოფინებთ”