თავდაცვის მინისტრის ოპტიმისტური პოსტი სოციალურ ქსელში

თავდაცვის მინისტრი ე.წ. კაბელების საქმეზე ორი ბრალდებულის სამსახურში აღდგენის ფაქტს ეხმაურება

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში ,,ოპტიმისტურ პოსტს” აქვეყნებს.

”დილა ძალიან ოპტიმისტურად დაიწყო. რა ცუდია ფბ-ს ბოლდი და ფერადები რომ აქ აქვს.
ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტრ პაველმა ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტში განაცხადა:
„სამხედრო კრიტერიუმის მხრივ, საქართველო პასუხობს ნატოს წევრობისათვის დადგენილ მოთხოვნებს. “
ეს ბევრჯერ და ბევრისგან მოგვისმენია, მათ შორის მისი წინამორბედი გენერლისგანაც, ნატოს სხვა გენერლებისგან. გენერალი ჰოჯისი საქართველოში რომ იყო რამდენიმეჯერ ხაზგასმით თქვა, მაგრამ მაინც გულს უხარია ყოველ ჯერზე!
ბოროტი კომენტარები იშლება 🙂 ” – წერს სოციალურ ქსელში თინა ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაშირვა უძველესი ქართული ხელნაწერი იუნესკოს მსოფლიო მხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეიტანეს
შემდეგი სტატიამოსამართლეები, რომელთაც ათწლიანი ვადა ამოწურეს, გამოსაცდელ ვადას აღარ დაექვემდებარებიან