თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ

თავდაცვის სამინისტრო მორიგ სკანდალში ეხვევა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა.
მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილება უწყდებათ მოადგილეებსაც და მოვალეობის შემსრულებლებად რჩებიან, ვიდრე თავდაცვის მინისტრი ახალ მოადგილეებს დანიშნავს.
რა საკადრო ცვლილებების განხორციელებას აპირებს ამ მიმართულებით თინა ხიდაშელი, ჯერ უცნობია. თავდაცვის უწყების ახალი ხელმძღვანელის თქმით, ამის შესახებ მომავალი კვირის განმავლობაში ისაუბრებს.
ამ დროისთვის თავდაცვის მინისტრის მოადგილეების მოვალეობას ასრულებენ გოჩა რატიანი, ლევან ღირსიაშვილი და კახა ოქროჯანაშვილი.

banner
წინა სტატიაში„იქნება შემთხვევები, როდესაც მე შეიძლება სამხედრო ფორმაში მნახოთ“
შემდეგი სტატიაიტალია დონბასის ავტონომიაზე საუბრობს