თავდაცვის მინისტრის აზრით პრეზიდენტი არ უნდა დაიკითხოს

თინა ხიდაშელს ნოემბრის ბოლომდე მოხსნიან?

თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები არსებობს.

თინა ხიდაშელის განცხადებით, ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც დანაშაულის შესახენ ინფორმაცია აქვს, გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლოს.

„მე არ მგონია, რომ ამ განცხადების გამო უნდა დაკითხოს ის ვინმემ. საერთოდ, თუ რამე ფაქტებია მისთვის ცნობილი, რომელსაც რაიმე კავშირი რაიმე დანაშაულთან ან დღეს აქვს, ან ოდესმე გახდება ცნობილი და ექნება, ყველა ადამიანმა უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მაგრამ ამ კონკრეტულ ამბავზე ნამდვილად არ გამიგია და იმედია, ხუმრობთ“, – განაცხადა ხიდაშელმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, უნდა დაკითხოს თუ არა პროკურატურამ პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტი ლაშა ბერულავა დაკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატია,,ეს კატასტროფაა, დარწმუნებული ვარ საზოგადოება სწორად შეაფასებს ყველა მოვლენას”