თავდასხმა საფრანგეთში – დაშავებულია ერთი პოლიციელი

სამართალდამცველებზე თავდასხმის მორიგი შემთხვევა საფრანგეთში. უცნობმა პირმა პარიზის ცენტრში პოლიციელ ქალს დააჯახა მანქანა.

შემთხვევა პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის რეზიდენციის მახლობლად მოხდა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინციდენტის დროს ავტომობილში 4 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანმა მიმალვა სცადა, მაგრამ მომხდარიდან ცოტა ხანში პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი, მათ შორის მანქანის მძღოლიც დააკავა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: ვისაც დანახვა უნდა, კარგად ხედავს, რას ვაკეთებთ
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი უკრაინელ კოლეგას უსამძიმრებს