თავდასხმა ავღანეთში – დაღუპულია NATO-ს ორი სამხედრო

ავღანეთში თავდასხმას ნატოს ორი ჯარისკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ჰელმანდის პროვინციაში, სამხედრო ბაზაზე მოხდა.

სამხედრო ფორმაში გადაცმულმა ორმა შეიარაღებულმა პირმა კოალიციის ავტომანქანას გაუხსნა ცეცხლი.

დაღუპული ჯარისკაცების ეროვნება ამ დროისთვის არ სახელდება.

საპასუხო სროლის შედეგად ორივე თავდამსხმელიც მოკლეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ–ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნოემბერ-დეკემბრის ბიუჯეტი ცარიელია
შემდეგი სტატია“შეჯერდება პოზიციები და განისაზღვრება სამომავლო პერსპექტივები” – პრეზიდენტი NATO-ს გენმდივანს შეხვდება