“ზუსტად ამ პირს ვესაუბრე”- ნიკა გვარამიამ იმ პირზე მინიშნება გააკეთა, რომელმაც ხელისუფლების მუქარა გადასცა

ფსიქიურად გაუწონასწორებელი ინტელექტუალური ხეიბარია

“რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან თავად გვარამიამ განუცხადა.
მისივე თქმით, ის იმ პირის დასახელებასაც აპირებს, რომელმაც მუქარა შეუთვალა.
“ვაპირებ დაკითხვაზე მისვლას და ამ პირის დასახელებას. თუმცა ფაქტია, რომ გამოძიება არ იქნება, სრული ნონსენსია”, – განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, ერთ-ერთ შეხვედრაზე თავად ირაკლი ღარიბაშვილმა უთხრა, რომ ეს პირი გააცნობდა მთავრობის პოზიციებს.
“პირი, რომელიც მე დავასახელე, თავისთავად ცხადია, თვითონ არ მემუქრება. ის არის ჩემი მეგობარი და მთავრობის მეგობარი. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს პრეზენტაცია იყო მათი ერთწლიანი მოღვაწეობის და შეგიძლიათ კადრებიც ამოიღოთ. პირდაპირ მან მითხრა, რომ ეს ადამიანი გადმომცემდა ხოლმე თუ რას ფიქრობს მთავრობა. ზუსტად ამ პირს ვესაუბრე”, – განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, გუშინ “რუსთავი 2”-ში ამ პირის შესვლის და გამოსვლის კადრებიც არსებობს, რომელსაც პროკურატურას წარუდგენს.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: პროცესს იხილავს უნიჭო, უსინდისო უყველაფრო ურთმელიძე
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-ის შუამდგომლობა პროცესის გადადების შესახებ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა