ზურაბ ჯაფარიძე:”2006 წელს რუსეთმა საქართველოს ყველაზე ცივი ზამთარი მოუწყო”

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთაახალი პოლიტიკური ცენტრის დამფუძნებელი, ზურაბ ჯაფარიძე, ხელისუფლებას გაზპრომთან მოლაპარაკებაზე ეკონომიკურ საკითხად დასახელება და პოლიტიკური სფეროს ჩამოშორებას “ნონსენსს” უწოდებს.ჯაფარიძის თქმით, დამაჯერებელი არგუმენტები ხელისუფლებისგან არ ისმის.დეპუტატი 2006 წლის პროცესს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ რუსეთმა საქართველოს ყველაზე ცივი ზამთარი მოუწყო.

„ხელისუფლებამ ვერ ისწავლა, რომ მთელი ორიენტაცია არ უნდა ჰქონდეს აღებული რუსეთზე, რომლის ეკონომიკას აქვს პრობლემები და, შესაბამისად, ჩვენი ეკონომიკაც ჩამოიშალა. რადგან რუსეთს აქვს არასტაბილური ბაზარი და ახლა უარესზე მივდივართ, ვაპირებთ, ჩამოვეკიდოთ რუსეთის სახელმწიფო კომპანიას, რომელიც როდის რას გაგვიკეთებს, არავინ იცის,“ – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური ფასი და პოლიტიკური შანტაჟი
შემდეგი სტატიააფხაზი პოლიტიკოსი ,,ტყის ძმების,, მეთაურ დათო შენგელიას გალში თხილის ბიზნესში ჩაბმაზე საუბრობს…