ზურაბ ჯაფარიძე : 28 მილიონის გაფლანგვა თუ არ უნდოდათ, ნუ გაფლანგავდნენ

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა

“28 მილიონის გაფლანგვა თუ არ უნდოდათ, ნუ გაფლანგავდნენ,” – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე. დეპუტატს მიაჩნია, რომ პრეზიდენტს აქვს რეზიდენცია სადაც მას შეუძლია საკუთარი საქმეები აწარმოოს.

“28 მილიონის გაფლანგვა თუ არ უნდოდათ ნუ გაფლანგავდნენ. არავის დაუვალებია მათთვის სარემონტო სამუშაოები ჩაეტარებინათ. პრეზიდენტს აქვს რეზიდენცია სადაც ის მუშაობს. ბიძინა ივანიშვილს აქვს გართულება ამ საკითხზე, რომ გინდათუარა პრეზიდენტი არ უნდა იყოს იქ სადაც არის. ღარიბაშვილს პირადად არ ვფიქრობ, რომ აწუხებდეს სად იჯდება საქართველოს პრეზიდენტი,” – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშისკოლა-სახელოსნოს მშენებლობა სოფელ იყალთოში
შემდეგი სტატიაბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი უკვე პარლამენტშია