ზურაბ ჯაფარიძე ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმებას ითხოვს

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ უჭერს.

პარტია ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრის და დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის საკონანმდებლო ინიციატივაზე დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

კანონ-პროექტის ინიციატორი განმარტავს, რომ სამხედრო სამსახურის იძულებით მოხდა არის მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში შრომითი ექსპლუატაციის სახე აქვს.

”წვევამდელების 1/4 ჯარში მიჰყავთ. დანარჩენი ახალგაზრდები მიჰყავთ, როგორც უფასო მუშა-ხელი. ეს არის პრობლემა და ეს გასაუქმებელია. ათასობით ახალგაზრდას ცხოვრებას არ უნდა უმწარებდნენ,” – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეთანხმებითაა მისაღები.

”მთავრობასთან არ ჰქონდათ შეთანხმებული, არც პარლანენტში თავდაცვის კომიტეტთან და ფინანსთა სამინისტროსთან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდით,” – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშიშალვა აბულაძე: “მთელი ზაფხული “პროსტინით” გავატარე, ამიტომ ვერ მოვდიოდი პროცესებზე
შემდეგი სტატია“საქართველოს ბანკი” მზად არის, სესხების რესტრუქტურიზაცია მოახდინოს