ზურაბ ჯაფარიძე ხელისუფლებას მიმართავს

ზურაბ ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს

ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტები, რომ ლარის გაუფასურება შეაჩეროს, მაგრამ ეს არის დროებითი ეფექტის მომტანი ბერკეტები. თუ ხელისუფლება არ შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელსაც ის ატარებდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრობლემები ექნება ქართულ ეკონომიკას და ეს აისახება ეროვნულ ვალუტაზე და ლარი კვლავ გააგრძელებს გაუფასურებას. “ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას, რომ ყურადღებით გაეცნოს ჩვენს მიერ გამოგზავნილ ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც შედგება 36 ნაბიჯისგან და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ დაიწყოს ეკონომიკის გაჯანსაღება”-აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჟაფარიძე.მისივე თქმით პირველ რიგში უნდა მოხდეს გადასახადების დაწევა, რაც სტიმულს მისცემს ეკონომიკურ ზრდას; უნდა განხორციელდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც წინა წლებში იგეგმებოდა და ამ ხელისუფლებამ გააჩერა და უარი უნდა ითქვას ახალ გაუაზრებელ ინიციატივებსა და რეგულაციებზე, რომელიც აფერხებს ეკონომიკურ ზრდას.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტები, რომ ლარის გაუფასურება შეაჩეროს, მაგრამ ეს არის დროებითი ეფექტის მომტანი ბერკეტები. თუ ხელისუფლება არ შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელსაც ის ატარებდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრობლემები ექნება ქართულ ეკონომიკას და ეს აისახება ეროვნულ ვალუტაზე და ლარი კვლავ გააგრძელებს გაუფასურებას.

banner
წინა სტატიაშიმერკელსა და ოლანდს მინსკში ჩასვლის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ
შემდეგი სტატიამინსკში დაგეგმილ შეხვედრას ვლადიმერ პუტინი დაესწრება