ზურაბ ჯაფარიძე: მინიმუმ წელიწადნახევარი გველის სერიოზული პრობლემები ეკონომიკაში

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა

„ნაციონალური მოძრაობაში“ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მთავრობის უმოქმედობის შედეგებს ქვეყანა დაახლოებით კიდევ ორი წლის მანძილზე ვერ დაძლევს. „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას სთავაზობს კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას თუნდაც იმ გეგმის მიხედვით, რომელიც მათ შეიმუშავეს და ხელისუფლებას რეკომენდაციის სახით უკვე მიაწოდეს.

„ლარის გაუფასურება ეხლა რაც ხდება, ეს თუნდაც შეჩერდეს ამ ნიშნულზე, ნიშნავს, რომ მინიმუმ წელიწადნახევარი გველის სერიოზული პრობლემები ეკონომიკაში, შემოსავლების შემცირება, უმუშევრობის ზრდა, სამწუხაროდ ეს უკვე მომხდარი ფაქტია და ამას ვერც ერთი ხელისუფლება ვერაფერს ვერ უზამს. უნდა მოხდეს გადასახადების შემცირება, სწრაფად დაიწყოს რეფორმები, გადასახადების შემცირება, მიღებულია მავნებლური რეგულაციები, რომლებიც უნდა გაუქმდეს,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია: მთავრობა პასუხისმგებლობას არ გაურბის, არ გაურბოდა და არასდროს გაექცევა
შემდეგი სტატია3 მილიონი დოლარი ბანკების ძარცვაში ეჭვმიტანილზე ინფორმაციისთვის