ზურაბ ჯაფარიძე–მთავრობა საბჭოთა კავშირშია ჩარჩენილი

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა“ბატონმა ზვიად ძიძიგურმა თქვა, რომ 500 000 ადამიანი დაზარალდაო. არა, ბატონო ზვიად, ეს ადამიანები კი არ დაზარალდნენ, ეს არის 500 000 ოჯახი, რომლებსაც დოლარში აქვთ სესხი. ასევე ის ადამიანები, ვინც ლარში იღებენ ხელფას და ქირაობენ სახლს დოლარში და კიდევ სხვა მრავალი ადამიანი დაზარალდა, მათ შორის ის ადამიანები, ვისაც ფიქსირებული ხელფასი აქვთ ლარში, მაგრამ არ აქვთ სესხი და არც ბინას ქირაობენ. ამ პროცესით საქართველოს ყველა მოქალაქე დაზარალდა. საკვებზე და მედიკამენტებზე ფასებმა აიწია, ეს ცნობისთვის”–ეს განცხადება თოქ-შოუ “არჩევანში” ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა

“გარე ფაქტორების ბრალი იყოოო, მაგრამ ეს მთავრობის ბრალია. ამ მთავრობას წარმოუდგენია, რომ საქართველო სტატიკურ მდგომარეობაში გაჩერებულია და გარშემო რაღაცეები იცვლება და, თუ ეს გარშემო ფაქტორები კარგად იქნება, კარგად ვიცხოვრებთ, თუ ცუდად. აი, ხომ ხედავთმ ლარს რა დაემართაო, იტყვიან. ეს არის ნონსესი. ეს არის არქაული წარმოდგენა, თუ რა უნდა გაეკეთებინა ქვეყანას.

“კრიზისში შევედით სრულიად მოუმზადებელი. პირველი ხელისუფლებას გადასახადები უნდა შეემცირებინა, მთავრობას უფრო კონკურენტუნარიანი ეკონომიკა ყოფილიყო. როცა გარშემო სავალუტო კრიზისებია, ამას აქვს ნეგატიური გავლენა, მაგრამ ამ კრიზისის გამოყენება შეიძლება, თუ შენ ხარ ჭკვიანი ხელისუფლება. საბჭოთა კავშირშია ჩვენი ხელისუფლება ჩარჩენილი,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიშესაძლებელია საქართველოს ეროვნული ვალუტა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს
შემდეგი სტატიადღეს ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ოდესას ეწვევა