ზურაბ ჯაფარიძე ივანიშვილთან დებატებისთვის მზად არის

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ზურაბ ჯაფარიძე, აცხადებს, რომ ის მზად არის, ნებისმიერი ტელევიზიის ეთერში ბიძინა ივანიშვილთან დებატებში მონაწილეობა მიიღოს.

ეს განცხადება ზურაბ ჯაფარიძემ ყოფილი პრემიერის მიერ გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა, სადაც ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ლარის კურსის ცვალებადობა საზოგადოებას არანაირ ტვირთად არ აწევს.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მილიარდიანი ქონების მქონე ადამიანის გადმოსახედიდან ლარის კურსის ვარდნა პრობლემა ნამდვილად არ არის, თუმცა ის პრობლემაა რიგითი მოქალაქეებისათვის, რომელსაც ევროპული ტიპის სახელმწიფოში ცხოვრება სურს.

„ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო უნდა იყოს პატარა ქვეყანა ამბიციების გარეშე და ნელი ეკონომიკური ზრდა ჩვენი ქვეყნისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ადამიანისთვის, რომელსაც აქვს რამდენიმე მილიარდი დოლარის ქონება, ეს არ წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ ეს არის პრობლემა საქართველოს მოსახლეობისთვის, რომელსაც სურვილი აქვს, რომ საკუთარი ცხოვრებაში ან საკუთარმა შვილებმა მაინც მოასწრონ განვითარებულ ევროპული ტიპის ქვეყანაში ცხოვრება,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიმინდია ჯანელიძე: რუსეთის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის კურსი გრძელდება
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: საქართველოს ბიუჯეტს ლარის კურსზე ზეგავლენა არ ჰქონია