ზურაბ ჯაფარიძე: ვერც 2%-იანი ზრდა ვერ იქნება წელს მიღწეული

ზურაბ ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს

„სავალუტო ფონდის“ რეკომენდაციებს ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ.

უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ახლა რეკომენდაციების დეტალურად შესწავლა და გაანალიზებაა საჭირო.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” წევრის, ნოდარ ებანოიძის, თქმით, მთავრობის განაცხადი ეკონომიკის 2%-იან ზრდასთან დაკავშირებით, მიღწევადია და, სავარაუდოდ, ამაზე დაბლა არ ჩამოვა.

„ნაციონალური მოძრაობა“ კი “საერთაშორისო სავალუტო ფონდის” პროგნოზს იზიარებს. ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დიდი ალბათობაა, ეკონომიკის ვერც 2%-იანი ზრდა ვერ იქნება მიღწეული.

პარალელურად, მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამოსვლის სამოქმედო ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობა 5 მარტს დასრულდება, ვერ შესრულდა. ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

საქართველოში რამდნემედღიანი ვიზიტის შემდეგ შემაჯამებელი ბრიფინგი “სავალუტო ფონდის” წარმომადგნებმა გუშინ გამართეს.

მათი რეკომედნაციით, პრობლემები ქვეყანაში კომპლექსურად უნდა მოგვარდეს. ხელისუფლებამ ბიუჯეტის ხარჯები უნდა შეამციროს ან გაზარდოს გადასახადები.

საერთშორისო ორგანიზაციაში ინფლაციის მატებასაც ვარაუდობენ და ეჭვქვეშ აყენებენ ხელისუფლების მიერ ნავარაუდევ 2%-იან ზრდას.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს